ანტონ ვან ლევენჰუკი
ნიდერლანდელი ბუნებისმეტყველი / From Wikipedia, the free encyclopedia
ანტონ ვან ლევენჰუკი (ინგლ. Antonie van Leeuwenhoek; დ. 24 ოქტომბერი, 1632, დელფტი — გ. 26 აგვისტო, 1723, დელფტი) — ნიდერლანდელი ბუნებისმეტყველი, მეცნიერული მიკროსკოპიის ფუძემდებელი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1680-დან). ამზადებდა ოპტიკურ ლინზებს, რომლებიც 150-300-ჯერ ადიდებდნენ. მათი საშუალებით პირველმა დაინახა და შეისწავლა სპერმატოზოიდი (1667), ბაქტერიები (1683), ერითროციტები, აგრეთვე უმარტივესები, ცალკეული მცენარეული და ცხოველური უჯრედები, ჩანასახები, კუნთოვანი ქსოვილები; შეისწავლა 200-ზე მეტი მცენარისა და ცხოველის ნაწილები და ორგანოები. ლევენჰუკმა აღნიშნა განსხვავება ერთ და ორლებლიან მცენარეთა აგებულებას შორის. პირველმა აღწერა ბუგრების პართენოგენეზი (1695-1700). ცხოველთა განვითარების საკითხში ემხრობოდა პრეფორმიზმს და ამტკიცებდა, რომ სპერმატოზოიდი თავიდანვე შეიცავს ჩამოყალიბებულ ჩანასახს. უარყოფდა თვითჩასახვას.
ანტონ ვან ლევენჰუკი | |
---|---|
ნიდერლ. Antoni van Leeuwenhoek | |
დაბ. თარიღი | 24 ოქტომბერი, 1632(1632-10-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბ. ადგილი | დელფტი, გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა[8] |
გარდ. თარიღი | 26 აგვისტო, 1723(1723-08-26)[1] [2] [3] (90 წლის) |
გარდ. ადგილი | დელფტი, გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა[8] |
დასაფლავებულია | Oude Kerk |
მოქალაქეობა | გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა |
საქმიანობა | ბიოლოგი[9] , ფიზიკოსი[10] , instrument maker, ვაჭრები, მიკრობიოლოგი[10] , accountant[10] , treasurer[10] , გეოდეზისტი[10] და wine measurer[10] |
მეუღლე | Barbara de Mey[10] და Cornelia Swalmius[10] |
მამა | Philips Antonisz. van Leeuwenhoek[11] [10] |
დედა | Margaretha Bel van der Berch[11] [10] |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი |
გავლენა მოახდინეს
| |
ხელმოწერა | |