აპო (ვულკანი)
From Wikipedia, the free encyclopedia
აპო — გოგირდოვანი აქტივობების აქტიური სტრატოვულკანი ფილიპინების კუნძულ მინდანაოზე. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 2 954 მეტრია და წარმოადგენს ფილიპინების უმაღლეს მწვერვალს.
სწრაფი ფაქტები აპო ...
აპო | |
---|---|
კოორდინატები: 06°59′ ჩ. გ. 125°16′ ა. გ. | |
ქვეყანა | ფილიპინები |
სიმაღლე | 2954 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
პირველი ასვლა | 1880 წ. 10 ოქტომბერი |
ბოლო ამოფრქვევა | უცნობია |
დახურვა
მთა საფეხურებიანია და მოიცავს სამ მწვერვალს. კრატერის სიგანე, სადაც პატარა, კრატერის ტბაც მდებარეობს, 500 მეტრია.
დღეისათვის ვულკანი გეოთერმული ენერგიის წყაროა, მაგრამ მისი ბოლო მასშტაბური ამოფრქვევის თარიღი უცნობია. არაფერს გვეუბნება ისტორიაც.
აპოს მთა ფილიპინების ყველაზე პოპულარულ ალპინისტურ დესტინაციას წარმოადგენს, მისი დალაშქვრა საკმაოდ იოლია. პირველი ასვლა განხორციელდა 1880 წელს.