ბრაიან სინგერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრაიან ჯეი სინგერი (ინგლ. Bryan Jay Singer; დ. 17 სექტემბერი, 1965) — ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი, კინომწარმებელი კომპანია Bad Hat Harry Productions-ის დამაარსებელი.
ბრაიან სინგერი | |
---|---|
სინგერი ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 2015 წელს | |
მშობლიური სახელი | Bryan Singer |
დაბადების სახელი | ბრაიან ჯეი სინგერი |
დაბადების თარიღი |
17 სექტემბერი, 1965 (1965-09-17) (58 წლის)[1] ნიუ-იორკი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა |
|
პირველი ფილმი გადაიღო უნივერსიტეტის დაამთავრების შემდეგ 1988 წელს. მისმა ფილმმა „Public Access“ (1993) მიიღო სანდენსის კინოფესტივალის პრიზი 1993 წელს. სინგერმა კრიტიკოსების დიდი შექება დაიმსახურა 1990-იან წლებში შექმნილი ნეო-ნუარული ფილმისთვის „ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები“ (1995), სადაც მონაწილებოდნენ მსახიობები: გებრიელ ბირნი, კევინ სპეისი, სტივენ ბოლდუინი და ბენისიო დელ ტორო. 1998 წელს გადაიღო სტივენ კინგის რომანის ადაპტაცია „ნიჭიერი მოსწავლე“, ხოლო სახელი გაითქვა მაღალბიუჯეტიანი სუპერგმირული ფილმით „იქს-ადამიანები“ (2000), რისთვისაც გადაეცა სატურნის ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის. ამას მოჰყვა გაგრძელება „იქს-ადამიანები 2“ (2003) და „სუპერმენის დაბრუნება“ (2006). შემდეგში გადაიღო მეორე მსოფლიო ომის თემაზე დაფუძნებული თრილერი „ვალკირია (2008). 2011 წელს იყო „იქს-ადამიანები: პირველი კლასის“ თანასცენარისტი და თანაპროდიუსერი, აგრეთვე ფილმ „ჯეკი — გოლიათების მკვლელის“ რეჟისორი 2013 წელს, ისევე როგორც იქს-ადამიანების ორი ფილმის „იქს-ადამიანები: მომავალი წარსულის დღეები (2014) და „იქს-ადამიანები: აპოკალიპსი“ (2016) რეჟისორი. 2018 წელს იყო ბიოგრაფიული დრამატული ფილმ „ბოჰემური რაფსოდიის“ რეჟისორი (2018).
1997-2019 წლებში რამდენიმე მამაკაცმა სინგერს ბავშვობისას მათზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი,[2][3][4] თუმცა მან ყველა ბრალდება უარყო, შედეგად რამდენიმე სასამართლო სხდომა გადაიდო. ბრალდებების გამო, 2017 წლის დეკემბერში სინგერი მოიხსნა ფილმ „ბოჰემური რაფსოდიის“ რეჟისორის პოსტიდან, აგრეთვე უარი ეთქვა „წითური სონიას“ რიმეიკის რეჟისორობაზე.[5][6][7]