დოპლერის ეფექტი
From Wikipedia, the free encyclopedia
დოპლერის ეფექტი — მიმღების ან გადამცემის ურთიერთ მოძრაობით გამოწვეული ტალღის სიგრძისა და სიხშირის ცვლილება. ამ მოვლენას ვხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, მაგალითად როდესაც დამკვირვებლის გვერდით გაივლის მანქანა ჩართული სირენით. წარმოვიდგინოთ რომ სირენა გამოსცემს გარკვეულ ტონს და იგი არ იცვლება. როდესაც მანქანა არ მოძრაობს დამკვირვებლის მიმართ, მას ესმის ზუსტად ის ტონი რომელსაც გამოსცემს სირენა. ხოლო თუ მანქანა მოძრაობს დამკვირვებლისკენ, ხმის ტალღის სიხშირე გაიზრდება, სიგრძე კი შემცირდება(ავტომობილის მოძრაობის გამო ყოველი ახალი ტალღა ნაკლებ დროში აღწევს დამკვირვებლამდე) და დამკვირვებელი გაიგებს უფრო მაღალ ტონს, ვიდრე სინამდვილეში გამოსცემს სირენა. იმ შემთხვევაში როდესაც მანქანა შორდება დამკვირვებელს იგი გაიგებს უფრო დაბალ ტონს, რადგან ხმის ტალღის სიხშირე შემცირდება, სიგრძე კი გაიზრდება(ყოველი ახალი ტალღა მეტ დროს ანდომებს დამკვირვებლამდე მიღწევას).
ტალღისთვის (მაგ. ხმის), უნდა იყოს გათვალისწინებული მოძრაობა როგორც წყაროს აგრეთვე მიმღების. ელექტრომაგნიტური ტალღებისთვის (მაგ. სინათლე), მნიშვნელოვანია მხოლოდ წყაროს და მიმღების ფარდობითი მოძრაობა.
პირველად ეს ეფექტი იყო აღწერილი ქრისტიან დოპლერის მიერ 1842 წელს.
მნიშვნელოვანია ის შემთხვევა როდესაც მოძრაობს დამუხტული ნაწილაკი რელავისტური სისწრაფით. ამ შემთხვევაში ლაბორატორიულ სისტემაში რეგისტრირდება ჩერენკოვის გამოსხივება, რომელიც პორდაპირ კავშირშია დოპლერის ეფექტთან.