ესტონეთის გეოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
ესტონეთი — სახელმწიფო ევროპის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ბალტიის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. მის ჩრდილოეთით არის ფინეთის ყურე, დასავლეთით ბალტიის ზღვა და რიგის ყურე.
ესტონეთის ფართობია 45 226 კმ².
საზღვრების საერთო სიგრძე — 1633 კმ. საზღვრების სიგრძე ლატვიასთან — 339 კმ, რუსეთთან — 294 კმ.
სანაპირო ზოლის სიგრძე 3794 კმ.
ესტონეთის შემადგენლობაში შედის 1521 კუნძული ბალტიის ზღვის აკვატორიაში, საერთო ფართობის 4,2 ათასი კმ². მათგან ყველაზე დიდებია საარემაა და ჰიიუმაა, ასევე მუჰუ, ვორმსი, კიჰნუ და სხვა. დიდი ფართობის მიუხედავად, კუნძულებზე ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 5% ცხოვრობს. ესტონეთის მდინარეები დიდი არ არის, თუმცა საკმაოდ წყალუხვია.
უმაღლესი წერტილი — მთა სურ-მუნამიაგი (Suur-Munamägi) 318 მ.