თისენ-ბორნემისას მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
თისენ-ბორნემისას მუზეუმი (ინგლ. Thyssen-Bornemisza Museum) — ხელოვნების მუზეუმი მადრიდში, ესპანეთი, რომელიც მდებარეობს პრადოს მუზეუმის მახლობლად, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ბულვარზე. ის ცნობილია როგორც ,,ხელოვნების ოქროს სამკუთხედის" ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს პრადოს და დედოფალ სოფიას მუზეუმის ეროვნულ გალერეებს. თისენ-ბორნემისას მუზეუმი ავსებს ისტორიულ ხარვეზს ოქროს სამკუთხედში შემავალი სხვა მუზეუმების კოლექციებში: პრადოს შემთხვევაში ეს მოიცავს იტალიურ პრიმიტივებს და ნამუშევრებს ინგლისური, ჰოლანდიური და გერმანული სკოლებიდან, ხოლო დედოფალი სოფიას მუზეუმის შემთხვევაში ეს ეხება იმპრესიონისტებს, ექსპრესიონისტებს და ევროპელებს, ასევე მე-20 საუკუნის ამერიკულ ნახატებს.
თისენ-ბორნემისას მუზეუმი | |
---|---|
ესპ. Museo Nacional Thyssen-Bornemisza | |
40°24′57″ ჩ. გ. 3°41′41″ დ. გ. | |
დაარსდა | 1992 |
ქვეყანა | ესპანეთი |
მდებარეობა | მადრიდი |
ექსპონატი | 1,600 |
ვიზიტორები | 1.052.014 (2017) |
ოფიციალური საიტი | https://www.museothyssen.org/ |
1,600-ზე მეტი ფერწერული ტილოთი, იგი იყო მეორე უდიდესი კერძო კოლექციის მქონე მუზეუმი მსოფლიოში ბრიტანული სამეფო კოლექციის შემდეგ.[1] 1987–88 წლებში ჩატარდა კონკურსი მუზეუმის შექმნის შესახებ მას შემდეგ, რაც ბარონ თისენმა, რომელმაც წარუმატებლად მოითხოვა ნებართვა ლუგანოს მუზეუმის გაფართოების მიზნით (ვილა ფავორიტა), ეძებნა უფრო შესაფერისი ადგილი სხვაგან, ევროპაში.