იურიაკუ
From Wikipedia, the free encyclopedia
იმპერატორი იურიაკუ (იაპონ. 雄略天皇;) (დ. 418 — გ. 479) — იაპონიის 21-ე იმპერატორი [2] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით.[3] იმპერატორი ქვეყანას 61 წელი მართავდა.
იმპერატორი იურიაკუ | |
---|---|
雄略天皇 | |
იაპონიის 21-ე იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 456 |
მმართ. დასასრული: | 479[1] |
წინამორბედი: | ანკო |
მემკვიდრე: | სეინეი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 418 |
გარდ. თარიღი: | 479 (71 წლის) |
იმპერატორის ცხოვრების და მმართველობის წლები უცნობია.[4] ადრეული ხანის იმპერატორების პირობითი სახელები არ იყო მიღებული „ტრადიციული წესით“ იმპერატორ კამუს მმართველობამდე, რომელიც იამატოს დინასტიის 50-ე მონარქი იყო.[5]
კოძიკი და ნიჰონ შოკი წერდნენ, რომ იურიაკუს დაბადების სახელი პრინცი ოჰაცუსე ვაკატაკე. ოჰაცუსე იმპერატორ ინგიოს მეხუთე და ყველაზე უმცროსი შვილი იყო. მას შემდეგ, რაც მისი უმვროსი ძმა ანკო მოკლეს, ოჰაცუსემ შეძლო დაემარცხებინა თავისი ძმები და ტახტზე თავად ასულიყო. იურიაკუს სამი ცოლი ჰყავდა (კუსაჰაჰატასის ჩათვლით). მისი მემკვიდრე პრინცი სირაკა (იმპერატორი სეინეი) იყო, რომელიც მას კაძურაკი ნო კარაჰიმესთან შეეძინა.