კესონ-სიტი
From Wikipedia, the free encyclopedia
კესონ-სიტი (ტაგალ. Lungsod ng Quezon, ინგლ. Quezon City, ესპ. Ciudad Quezón) — ქალაქი ფილიპინების კუნძულ ლუსონზე. ქვეყნის ყოფილი დედაქალაქი 1948 წლიდან 1976 წლამდე და ყველაზე დიდი ქალაქი ფილიპინებში. ქალაქს სახელი ეწოდა ფილიპინების თანამეგობრობის ყოფილი მეორე პრეზიდენტის მანუელ კესონის პატივისცემის ნიშნად, რომელმაც დააარსა ქალაქი. კესონ-სიტი არ მდებარეობს კესონის პროვინციაში, რომელმაც ასევე სახელი მიიღო ყოფილი პრეზიდენტის პატივისცემის ნიშნად. აქვეა დაკრძალული მანუელ კესონი და მისი მეუღლე, პირველი ლედი ავრორა კესონი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კესონ-სიტი ტაგალ. Lungsod Quezon ინგლ. Quezon City | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
შიდა დაყოფა | Payatas[1] , Veterans Village[1] , Batasan Hills[1] , Barangay Socorro[1] , Santa Cruz[1] , San Antonio[1] , Bagong Silangan[1] , Philam, Bagong Pag-asa, Balingasa, Bungad, Project 6 და Bagong Lipunan ng Crame | ||||
კოორდინატები | 14°38′00″ ჩ. გ. 121°02′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | ფელისიანო ბელმონტე | ||||
დაარსდა | 12 ოქტომბერი, 1939 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1939 | ||||
ფართობი | 166,2 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 17 მ | ||||
მოსახლეობა | 2 761 720 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 16 617 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | +63-2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 1100–1138 | ||||
ოფიციალური საიტი | https://quezoncity.gov.ph/ | ||||
ქალაქში განვითარებულია მძიმე, კვებისა და ქიმიური მრეწველობა. აქვე განთავსებულია ქვეყნის მთავარი სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საშუალო წლიური ტემპერატურაა 27,8 °C, იანვრის საშუალო ტემპერატურა 27 °C, ხოლო ივლისისა — 28,3 °C. წლის განმავლობაშ ნალექების რაოდენობაა 2167 მმ.