ლარი პეიჯი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლორენს „ლარი“ პეიჯი[2] (დ. 26 მარტი, 1973) — ამერიკელი კომპიუტერული მეცნიერი და ანტრეპრენიორი, რომელმაც დააარსა Google სერგეი ბრინთან ერთად, ახლა კი Google-ის მშობელი კომპანიის Alphabet Inc.-ის გენერალური დირექტორია. პეიჯმა შექმნა PageRank, Google-ის ყველაზე ცნობილი საძიებო ალგორითმი.[3][4][5][6][7] პეიჯმა თავდაპირველად Google-ის გენერალური დირექტორის პოზიცია ერიკ შმიდტს დაუთმო 2001 წლის აგვისტოში, თუმცა 2011 წლის აპრილში კვლავ დაიკავა თანამდებობა. 2015 წლის ივლისში კი, Google-ის რეორგანიზების შედეგად, ის კვლავ გადადგა და სანაცვლოდ Alphabet-ის გენერალური დირექტორი გახდა, რომლის ქვეშაც გაერთიანდა Google-ის აქტივები. ამ მოქმედებით მან Google-ის ძირითადი პროდუქტებისა და მომსახურებების განვითარება სუნდარ პიჩაის ჩააბარა, თავად კი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევების ხელშეწყობას გეგმავს.[8]
ლარი პეიჯი | |
---|---|
ლარი პეიჯი ევროპის პარლამენტში, 2009 წლის 17 ივნისი | |
დაბადების სახელი | ლორენს პეიჯი |
დაბადების თარიღი |
26 მარტი, 1973 (1973-03-26) ისტ ლენსინგი, მიჩიგანი, აშშ |
რეზიდენცია | პალო-ალტო, კალიფორნია, აშშ[1] |
ეროვნება | ამერიკელი |
განათლება |
მიჩიგანის უნივერსიტეტი სტენფორდის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | კომპიუტერული მეცნიერი, ინტერნეტ ანტრეპრენიორი |
ქონება | $39.7 მილიარდი (თებერვალი, 2016)[1] |
ცნობილია როგორც | Google Inc.-ის თანადამმარსებელი და Alphabet Inc.-ის გენერალური დირექტორი |
მეუღლე(ები) | ლუსინდა საუთვორთი (2007) |
შვილ(ებ)ი | 2 |
ხელმოწერა |
პეიჯი X Prize Foundation-ის დირექტორთა საბჭოს წევრია და ინჟინერიის ეროვნულ აკადემიაში აირჩიეს 2004 წელს.[9] 2004 წელს მიიღო მარკონის პრიზი.[10]