ლენოვო
From Wikipedia, the free encyclopedia
Lenovo Group Ltd. ან Lenovo PC International, უფრო მეტად ცნობილი, როგორც Lenovo — ჩინური მრავალტექნოლოგიური კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს პეკინში, ჩინეთი[4]. კომპანია ძირითადად ამზადებს ჭკვიან ტელევიზორებს, კომპიუტერებს, სმარტფონებს და IT ტექნოლოგიებს. 2013 წლიდან Lenovo არის მსოფლიოს უმსხვილესი პერსონალური კომპიუტერების მწარმოებელი კომპანია. იგი ფუნქციონირებს 60-ზე მეტ ქვეყანაში და თავისი პროდუქცია გაყიდული აქვს 160-ზე მეტ ქვეყანაში. ძირითადი კაპიტალი აქვს პეკინში, შენჟენში, შანხაიში, ვუჰანში, იატატოში და იაპონიაში.
დარგი | კომპიუტერული მოწყობილობები, ელექტრონული მოწყობილობები |
---|---|
დაფუძნდა |
1 ნოემბერი, 1984; 39 წლის წინ (1984-11-01) (როგორც Legend 联想) პეკინი, ჩინეთი |
დამაარსებელი | ლიუ ჩუანჭი |
სათავო ოფისი | ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩრდილოეთი კალიფორნია |
მმართველი |
იანგ იანქინგი |
პროდუქცია | კომპიუტერები, ჭკვიანი ტელევიზორები, პლანშეტური კომპიუტერები |
შემოსავალი | 43.03 მილიარდი აშშ დოლარი (2016)[1] |
საწარმოო შემოსავალი | 672 მილიონი აშშ დოლარი (2016)[1] |
სუფთა მოგება | 535 მილიონი აშშ დოლარი (2016)[1] |
მფლობელი | Legend Holdings (30%) |
თანამშრომელი | 60,000 (2016)[2] |
ფილიალი |
Motorola Mobility[3] ZUK Mobile Medion |
საიტი | lenovo.com |
ლენოვო დაარსდა 1984 წელს პეკინში, როგორც Legend, ხოლო 1988 წელს გაფართოვდა ჰონგ-კონგში. 2005 წელს ლენოვომ შეიძინა IBM-ის პერსონალური კომპიუტერების ბიზნესი და 2014 წელს დათანხმდა Intel-ის ბიზნესის წარმოებაზე. კომპანია სმარტფონების ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა და 2014 წლისთვის ჩინეთის მთავარი სმარტფონების ყველაზე დიდი გამყიდველი იყო.