ლიბანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლიბანი (არაბ. لبنان) ოფიციალური სახელწოდება ლიბანის რესპუბლიკა (არაბ. الجمهورية اللبنانية) — ქვეყანა დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მას ესაზღვრება სირია, ხოლო სამხრეთით ისრაელი. მისმა მდებარეობამ ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და არაბულ სამყაროს შორის განაპირობა მისი მდიდარი ისტორია, კულტურული იდენტობა, რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება.
ტერმინს „ლიბანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლიბანი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ლიბანის რესპუბლიკა الجمهورية,اللبنانية ლიბანი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: كلنا للوطن للعلى للعلم | ||||||
ჰიმნი: Kulluna lil-watan lil 'ula lil-'alam |
||||||
|
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ბეირუთი 33°54′ ჩ. გ. 35°32′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | არაბული | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | მიშელ აუნი | ||||
- | პრ.-მინისტრი | ნაჯიბ მიკატი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 10 452 კმ2 (166-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.6 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2008 შეფასებით | 4 196 453 (125-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 358 კაცი/კმ2 (26-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2006 შეფასებით | |||||
- | სულ | $21.45 მილიარდი (103-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $6100 (90-ე) | ||||
აგი (2007) | 0.772 (საშუალო) (88-ე) | |||||
ვალუტა | ლიბანური ფუნტი (LBP ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+02:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | LBN | |||||
Internet TLD | .lb | |||||
სატელეფონო კოდი | 961 |
ოსმალეთის იმპერიის დაშლისა და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ლიბანი გახდა საფრანგეთის სამანდატო ტერიტორია. 1943 წელს ლიბანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საფრანგეთის ჯარებმა ქვეყნის ტერიტორია 1946 წელს დატოვეს.
1975-1990 წლების სამოქალაქო ომამდე ლიბანი სწრაფად განვითარებადი ქვეყანა იყო, წარმოადგენდა არაბული სამყაროს ფინანსურ და საბანკო დედაქალაქს, რისთვისაც მას „ახლო აღმოსავლეთის შვეიცარიასაც“ კი უწოდებდნენ. ლიბანი პოპულარულია ასევე ტურისტებს შორისაც. ომის დასრულების შემდეგ დაიწყო ეკონომიკის რეკონსტრუქცია.