მაასტრიხტის ხელშეკრულება
From Wikipedia, the free encyclopedia
მაასტრიხტის ხელშეკრულება, 1992 – (ევროპის კავშირის შექმნის შესახებ), ხელი მოაწერეს 7 თებერვალს მაასტრიხტში (ნიდერლანდები) ევროპის გაერთიანების 12 სახელმწიფოს – ბელგიის, დანიის, გფრ-ს, ესპანეთის, ირლანდიის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებმა.
მაასტრიხტის ხელშეკრულება | |
---|---|
| |
დეტალები | |
ადგილი | მაასტრიხტი |
ხელშეკრულება წარმოადგენს ახალ მნიშვნელოვან ეტაპს ევროპის ქვეყნების ინტეგრაციაში და ითვალისწინებს: ევროპის სახელმწიფოში მცხოვრებ ხალხთა საერთო მოქალაქეობის, ანუ ევროკავშირის მოქალაქეობის, შემოღებას, ასევე მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას ევროპის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე; ევროპის ქვეყნების მიერ საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკის, საერთო თავდაცვის პოლიტიკის განხორციელებას.
ევროპის ქვეყნების ეკონომიკის გაძლიერების და ერთმანეთთან დაახლოების მიზნით, ევროკავშირის წევრების გადაწყვეტილებით შეიქმნა საერთოევროპული ვალუტა – ევრო.
ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ევროპის ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას საშინაო პოლიტიკასა და სამართლებრივ სფეროში.
ხელშეკრულების მიხედვით ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო. ამისათვის მან უნდა მიმართოს ევროსაბჭოს შესაბამისი თხოვნით. ევროსაბჭო ევროკომისიასთან კონსულტაციისა და ევროპარლამენტიდან ნებართვის მიღების შემდეგ გადაწყვეტილებას ახალი წევრის მიღების შესახებ იღებს ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით.