მარგარიტა ლოთარინგიელი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარგარიტა ლოთარინგიელი (ფრანგ. Marguerite de Lorraine; დ. 22 ივლისი, 1615, ნანსი, ლოთარინგია – გ. 13 აპრილი, 1672, პარიზი, საფრანგეთი) — ლოთარინგიის ჰერცოგ ფრანსუა II-ისა და მისი ცოლის, კრისტინა სალმის ნაბოლარა ქალიშვილი. ორლეანის ჰერცოგინია 1632-1660 წლებში როგორც საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ის უმცროსი ძმის, გასტონ დე ბურბონის მეორე მეუღლე და მისი ხუთი შვილის დედა. თავდაპირველად მათ მალულად იქორწინეს, რის გამოც მათი პირველი ქორწინება მეფემ და პაპმა გააუქმეს, 1643 წელს კი მომაკვდავმა ლუიმ მათ ქორწილის ნება დართოთ და მეორედ იქორწინეს.
სწრაფი ფაქტები მარგარიტა ლოთარინგიელი, ორლეანის ჰერცოგინია ...
მარგარიტა ლოთარინგიელი | |
---|---|
Marguerite de Lorraine | |
ორლეანის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 2-3 იანვარი, 1632 |
მმართ. დასასრული: | 2 თებერვალი, 1660 |
წინამორბედი: | მარი დე ბურბონი |
მემკვიდრე: | ჰენრიეტა ინგლისელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 ივლისი, 1615 |
დაბ. ადგილი: | ნანსი, ლოთარინგია |
გარდ. თარიღი: | 13 აპრილი, 1672, (56 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
გასტონი, ორლეანის ჰერცოგი (ქ. 1632 - გარდ. 1660) |
შვილები: |
1. მარგარიტა, ტოსკანის ჰერცოგინია 2. ელიზაბეტი, გიზის ჰერცოგინია 3. ფრანსუაზი, სავოიის ჰერცოგინია 4. ჟანი, ვალუას ჰერცოგი 5. მარი, შარტრის მადმუაზელი |
მამა: | ფრანსუა II, ლოთარინგიის ჰერცოგი |
დედა: | კრისტინა დე სალმი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
დახურვა