მიკოლაივი
ქალაქი უკრაინაში / From Wikipedia, the free encyclopedia
მიკოლაივი, ნიკოლაევი (უკრ. Миколаїв) — ერთ-ერთი მთავარი ქალაქი სამხრეთ უკრაინაში. მდებარეობს მდინარეების სამხრეთი ბუგისა და ინგულის შესაყართან, მდ. ინგულის ლიმანის ნაპირზე. მიკოლაივის ოლქის ცენტრი. ქალაქის ადგილმდებარეობამ განაპირობა მისი ინფრასტრუქტურა და განვითარების მიმართულება. რუსეთის იმპერიაში მიკოლაივი იყო პირველი ადგილი შავ ზღვაზე, სადაც ჩაეყარა გემთმშენებლობას საფუძველი. საბჭოთა კავშირის დროს იგი დახურული ქალაქი იყო, რადგან მიკოლაივში მდებარეობდა უდიდესი და უძლიერესი საიდუმლო სტრატეგიული საწარმოები (ისინი ეხლაც არსებობენ და შეინარჩუნეს თავიანთი ინფრასტრუქტურა თუმცა დაკარგეს სიმძლავრეები), მათ შორისაა: 61 კომუნარის სახელობის გემთმშენებელი სახელმწიფო ქარხანა (1788) (აქაა აშენებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბოლო ფლაგმანი სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ ), შავი ზღვის გემთმშენებელი ქარხანა (1897) ერთ-ერთი უდიდესი ქარხანა ევროპაში (აქ აშენებდნენ საბჭოთა ავიამზიდებს), გემთმშენებელი ქარხანა ოკეანე (1951), ზორია — მაშპროექტი სამხრეთ ტურბინამშენი ქარხანა, ერთ-ერთი უძლიერესი და მოწინავე ტექნოლოგიებით. ალუმინის ნედლეულის გადამამუშავებელი ქარხანა. ქალაქში არის 4 პორტი: სამდინარო პორტი, მიკოლაივის საზღვაო სავაჭრო პორტი, პორტი „ოკტიაბრსკოე“ (ეგრეთ წოდებული სამხედრო პორტი) და პორტი „ნიკა ტერა“ ერთადერთი კერძო პორტი უკრაინაში. აქ განვითარებულია მძიმე და მსუბუქი, კვების მრეწველობა ასევე ძლიერ განვითარებულია სოფლის მეურნეობა (ოლქში), კულტურა, არსებობს რამდენიმე უნივერსიტეტი და მრავალი უმაღლესი სასწავლებელი. მიკოლაივიდან არიან შემდეგი ცნობილი ადამიანები: იგორ კრუტოი, ალექსანდრე სეროვი. მიკოლაივის გემთმშენებლობის ინსტიტუტი დაამთავრეს ვალერი და კონსტანტინე მელაძეებმა. ქალაქის პატივსაცემად ასტეროიდს მიენიჭა მისი სახელი, რომელიც აღმოჩენილი იქნა ყირიმის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მიერ.
ქალაქი | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მიკოლაივი Миколаїв | ||||||||||
| ||||||||||
| ||||||||||
ქვეყანა | უკრაინა | |||||||||
ოლქი | მიკოლაივის ოლქიმიკოლაივის ოლქი | |||||||||
შიდა დაყოფა | Q4183185?, Q4258379?, Korabel'nyy Raion და Central District | |||||||||
კოორდინატები | 46°58′00″ ჩ. გ. 32°00′00″ ა. გ. | |||||||||
ქალაქის მეთაური | ოლექსანდრ სენკევიჩი | |||||||||
დაარსდა | 1789 | |||||||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1789 | |||||||||
ფართობი | 259.83 კმ² | |||||||||
ცენტრის სიმაღლე | 53 მეტრი | |||||||||
მოსახლეობა | 505,900 კაცი | |||||||||
სიმჭიდროვე | 1,959 კაცი/კმ² | |||||||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | |||||||||
სატელეფონო კოდი | +380 512 | |||||||||
საფოსტო ინდექსი | 54000 | |||||||||
საავტომობილო კოდი | BE და НЕ / 15 | |||||||||
ოფიციალური საიტი | mykolayiv.osp-ua.info | |||||||||