პულსარი
ძლიერ მაგნეტიზებული, სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი / From Wikipedia, the free encyclopedia
პულსარი — მაგნეტიზებული მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი ან თეთრი ჯუჯა, რომელიც ელექტრომაგნიტურ რადიაციას ასხივებს. გამოსხივების შემჩნევა და დაკვირვება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც რადიაციული დასხივება დედამიწისკენ არის მომართული (ისევე როგორც შუქურაა დამკვირვებლისკენ მიმართული) და პულსაციის სახით რადიაციას გამოავლენს. ნეიტრონული ვარსკვლავი ძალიან მკვრივია და მოკლე, რეგულარული ბრუნვის პერიოდი გააჩნია. თითოეული პულსარის პულსირების ინტერვალს, მილიწამიდან წამადე სიზუსტის დრო წარმოადგენს. ითვლება ერთ-ერთი ულტრაძლიერი ენერგიის მქონე კოსმოსური სხივების გამოვლენის ობიექტად. ბრუნვის და პულსირების რეგულარული, ზუსტი ინტერვალური პერიოდის ქონის გამო, ბინარულ ნეიტრონულ ვარსკვლავურ სისტემაში, პულსარი არაპირდაპირი გრავიტაციული ტალღების არსებობის დადასტურების საშუალებად იქნა გამოყენებული.
პირველი ეგზოპლანეტები პულსარ PSR B1257+12-თან აღმოაჩინეს.
გარკვეული პულსარები, მათი ზუსტი პულსაციის პერიოდულობის გამო, ატომური საათის კონკურენტადაც კი ითვლება.[1]