რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური
From Wikipedia, the free encyclopedia
რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახური (რუსეთის ფსბ; რუს. Федеральная служба безопасности Российской Федерации (ФСБ)) — რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანო, სპეცსამსახური, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანების გადაწყვეტას[1].
უშიშროების ფედერალურ სამსახურს უფლება აქვს აწარმოოს წინასასამართლო გამოძიება და წინასწარი მოკვლევა, ოპერატიულ-საგამოძიებო და სადაზვერვო საქმიანობა. რუსეთის ფსბ-ში გათვალისწინებულია სამხედრო, სამართალდამცავი და სამოქალაქო სახელმწიფო სამსახური. განეკუთვნება იმ გასამხედროებული ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან იქონიონ საბრძოლო, მექანიკური, ცეცხლსასროლი და სხვა სახის იარაღი[2].
რუსეთის ფსბ-ს საქმიანობის ხელმძღვანელობას ახორციელებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.