საქართველო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს მიღებული აქვს მონაწილეობა 3 მსოფლიო ჩემპიონატში. დებიუტი შედგა 2003 წელს, სადაც ის მოხვდა C ჯგუფში ინგლისთან, სამხრეთ აფრიკასთან, ურუგვაისთან და სამოასთან ერთად. მეორედ მონაწილეობდა 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფში არგენტინის, საფრანგეთის, ირლანდიის და ნამიბიის ნაკრებებთან ერთად. მესამედ საქართველოს ნაკრებმა ითამაშა 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფში შოტლანდიის, ინგლისის, რუმინეთის და არგენტინის ნაკრებებთან ერთად. საქართველოს ნაკრები 1995 წლიდან მონაწილეობს მსოფლიოს ჩემპიონატებში. ორჯერ (1995 და 1999 წლებში) ბორჯღლოსნებმა ვერ დაძლიეს შესარჩევი ტურნირის ბარიერი, სამჯერ (2003, 2007 და 2011 წლებში) კი გავიდნენ ფინალურ ეტაპზე.