სპექტრული კლასი
From Wikipedia, the free encyclopedia
სპექტრული კლასები — ვარსკვლავთა კლასიფიკაცია მათი გამოსხივების სპექტრის, უპირველეს ყოვლისა ფოტოსფეროს ტემპერატურით.
დაწყებით მიახლოვებიასას ვარსკვლავის გამოსხივების სპექტრი აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივებას უახლოვდება, რომლის ტემპერატურა მისი ფოტოსფეროს ტემპერატურას უდრის. იგი შეიძლება შევაფასოთ ვინის ძვრის კანონის მეშვეობით, მაგრამ ეს მეთოდი ვერ გამოდგება დაშორებული ვარსკვლავებისთვის. უფრო ზუსტ მეთოდს ოპტიკური სპექტროსკოპია წარმოადგენს რომლის სპექტრებში შეგვიძლია შთანთქვის ზოლების ხილვა, რომლებსაც განსხვავებული ინტენსივობა გააჩნიათ ვარსკვლავის ტიპის და ტემპერატურასთან დაკავშირებით.