სამხრეთ კორეის პრეზიდენტი
From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი სამხრეთ კორეის კონსტიტუციის თანახმად არის სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. კონსტიტუციითა და 1987 წელს შესწორებული საპრეზიდენტო არჩევნების აქტით, საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება პირდაპირი, ფარული კენჭის ყრით. პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით, ხელახალი არჩევის შესაძლებლობის გარეშე. თუ ქვეყანაში შეიქნება საპრეზიდენტო ვაკანსია, მომდევნო პრეზიდენტი აირჩევა 60 დღის ვადაში, რომლის დროსაც საპრეზიდენტო უფლებამოვალეობებს ასრულებს პრემიერ-მინისტრი ან კაბინეტის სხვა უპირატესი წევრი, რასაც არეგულირებს კანონი. ოფიციალური რეზიდენციაა ლურჯი სახლი.
2022 წლის 10 მაისიდან სამხრეთ კორეის პრეზიდენტია იუნ სოკ იოლი.