სინათლის წელიწადი
From Wikipedia, the free encyclopedia
სინათლის წელიწადი (აღნიშვნა: სინ. წ., ly) — მანძილი, რომელსაც გადის სინათლე ვაკუუმში 1 ტროპიკული წელიწადის განმავლობაში. იხმარება მანძილის ერთეულად ასტრონომიულ, უპირატესად პოპულარულ ლიტერატურაში.
ტერმინს „სინათლის წელიწადი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სინათლის წელიწადი (ჯგუფი). |
სინათლის წელიწადი | |
---|---|
მანძილი მზიდან | |
სიდიდე: | სიგრძე |
სიმბოლო (ქართ): | სინ. წ. |
სიმბოლო (საერთ): | ly |
ეკვივალენტები: | |
1 სინ. წ. | 7004632400000000000♠63240 ა. ე. |
1 სინ. წ. | 6999306900000000000♠0.3069 პს |
1 სინ. წ. | 7012946300000000000♠9.463×1012 კმ |
საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის განსაზღვრების თანახმად სინათლის წელიწადი უდრის მანძილს, რომელსაც სინათლე გადის ვაკუუმში, გრავიტაციული ველების ზემოქმედების გარეშე, ერთი იულიუსისეულ წელში. სწორედ ეს განმარტება გამოიყენება სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურაში.
ადრე სინათლის წელიწადი ერქვა მანძილს, რომელსაც სინათლე გადის ერთი ტროპიკული წლის მაძილზე (ეპოქასთან 1900,0). ახალი განმარტება ძველისგან დაახლოებით 0,002 %-ით განსხვავდება. რადგან მანძილის გაზომვის ეს ერთეული არ გამოიყენება ზეზუსტი გაზომვებისთვის, პრაქტიკული სხვაობა ძველსა და ახალ განმარტებებს შორის არ არის.