სოფლის მეურნეობა
From Wikipedia, the free encyclopedia
სოფლის მეურნეობა — მატერიალური წარმოების ერთ-ერთი ძირითადი დარგი, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა და შინაური ცხოველების მოშენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის მიღების მიზნით. სოფლის მეურნეობის მთავარი დარგებია:
- მეაბრეშუმეობა
- მებაღეობა
- მებაღჩეობა
- მებოსტნეობა
- მებოცვრეობა
- მევენახეობა
- მეთევზეობა
- მეთესლეობა
- მეკარტოფილეობა
- მემცენარეობა
- მენადირეობა
- მეტყევეობა
- მეფრინველეობა
- მეფუტკრეობა
- მეყვავილეობა
- მეღორეობა
- მეცხენეობა
- მეცხვარეობა
- მეცხოველეობა
- მეჩაიეობა
- მეხილეობა
- მიწათმოქმედება
სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გარემო პირობებზე: ნიადაგზე, კლიმატზე, სეზონებზე, მდებარეობაზე და სხვა. მის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენენ სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა ცალკეული დარგები:
- აგროქიმია
- ამპელოგრაფია
- გენეტიკა
- ვეტერინარია
- ნიადაგმცოდნეობა
- ზოოტექნიკა
სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულია მსოფლიო მოსახლეობის 40-45 %, ამასთან განვითარებულ ქვეეყნებში ეს მაჩვენებელი არ აღემატება 5-6 %-ს.