აგვისტოს პუტჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
აგვისტოს პუტჩი (რუს. Августовский путч) — საბჭოთა კავშირში 1991 წლის 19-21 აგვისტოს განვითარებული მოვლენები, რომლებიც სსრკ-ს ოფიციალური პირებისა და სამთავრობო ორგანოების მიერ შეფასდა როგორც შეთქმულება, სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების არაკონსტიტუციური მიტაცება.
ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Jaba1977. გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი. თარგის ჩასმის თარიღი: მაისი 21, 2024. მიმდინარეობს სტატიის აქტიური დამუშავება. მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}} |
აგვისტოს პუტჩი | |||
---|---|---|---|
სსრკ-ის დაშლის პროცესი | |||
თარიღი | 19-21 აგვისტო, 1991 | ||
ადგილი | მოსკოვი, რსფსრ, სსრკ | ||
მიზნები |
სკკპ-ს ძალაუფლების შენარჩუნება; სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირის შექმნაზე ხელის შეშლა. | ||
მონაწილე მხარეები | |||
| |||
მთავარი ფიგურები | |||
| |||
ჩართული დანაყოფები | |||
| |||
დანაკარგი | |||
| |||
შედეგი |
ГКЧП-ს მარცხი და თვითდაშლა; რსფსრ პრეზიდენტის ბორის ელცინისა და რსფსრ უმაღლესი საბჭოს გამარჯვება; გორბაჩოვის გადადგომა სკკპ ცკ-ის გენერალური მდივნის თანამდებობიდან; სკკპ-მ დაკარგა მმართველი პარტიის სტატუსი; მიხეილ გორბაჩოვის რეალური ძალაუფლებისა და ავტორიტეტის დაკარგვა და მისი გადადგომა; საკავშირო ცენტრის ნგრევა; საკავშირო მთავრობის, სსრკ სახალხო დეპუტატების ყრილობის და სსრკ უმაღლესი საბჭოს, აგრეთვე სსრკ ცენტრალური ხელისუფლების სხვა ორგანოების, მათ შორის სსრკ სუკ-ს ლიკვიდაცია; სსრკ-ის დაშლის გაფორმება, დსთ-ს შექმნა; ჩამოყალიბდა რუსეთი და 14 დამოუკიდებელი სახელმწიფო; დაიწყო რადიკალური ლიბერალური რეფორმები რუსეთში. |
პუტჩი დაიწყო როგორც საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომიტეტის (ГКЧП) წევრების მცდელობა, ხელი შეეშალათ რსფსრ-ს, ყაზახეთის სსრ-ს და უზბეკეთის სსრ-ის დელეგაციების მიერ 20 აგვისტოს დაგეგმილ საკავშირო ხელშეკრულებაზე [18] ხელმოწერისათვის. გადატრიალებამ გამოიწვია საკავშირო ხელისუფლების ორგანიოებისა და კომუნისტური პარტიის საბოლოო დისკრედიტაცია.
შეთქმულების წინააღმდეგ მოძრაობას ხელმძღვანელობდნენ რსფსრ-ის პრეზიდენტი ბორის ელცინი და მოსკოვის თეთრ სახლში მდებარე რუსეთის რესპუბლიკური მთავრობის სტრუქტურები. გადატრიალებამდე რამდენიმე თვით ადრე აშშ-ს ადმინისტრაციას ჰქონდა ინფორმაცია მოსალოდნელი გადატრიალების შესახებ[19] და ელცინს აცნობა კიდეც ამის შესახებ.[7]
აგვისტოს პუტჩს საერთო ჯამში შეეწირა ათამდე ადამიანი.