ადამის ხიდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ადამის ხიდი (რამას ხიდი, რამა სატუ ) -კირქვის პატარა კუნძულებისა და წყალქვეშა ამაღლებების 48 კმ სიგრძის ჯაჭვი პამბანის (რამესვარამის) კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს (ინდოეთი, ტამილნადუ) და შრი-ლანკის ჩრდილოეთ-დასავლეთ სანაპიროს შორის. გეოლოგიური მტკიცებულებების თანახმად ხიდი ყოფილი სახმელეთო კავშირია ინდოეთსა და შრი-ლანკას შორის . ხიდის ზოგიერთი ნაწილი მშრალია, ხოლო ზღვა იშვიათად აღემატება 1 მეტრს სიღრმეში, რაც ხელს უშლის ნავიგაციას. წერილობითი წყაროების თანახმად XV საუკუნემდე მასზე ფეხით გასვლაც იყო შესაძლებელი, შემდეგ არხი გააღრმავეს. რამშვარამის ტაძრის ჩანაწერებში ნათქვამია, რომ ადამის ხიდი მთლიანად ზღვის დონის ზემოთ იყო, სანამ ის ციკლონმა არ გატეხა 1480 წელს .
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |