ალ-მუთადიდი
From Wikipedia, the free encyclopedia
აბუ ლ-აბას აჰმად იბნ ტალჰა ალ-მუვაფაქი უკეთ ცნობილი, როგორც ალ-მუთადიდ ბილაჰი; არაბ. المعتضد بالله) (დ. 854/861 — გ. 5 აპრილი, 902, ბაღდადი) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა ბაღდადში 892 წლიდან 902 წელს გარდაცვალებამდე. მისი წინამორბედის, ხალიფა ალ-მუთამიდის ძმის, ალ-მუვაფაქის შვილი.
სწრაფი ფაქტები ალ-მუთადიდ ბილაჰი, აბასიანთა სახალიფოს ხალიფა ...
ალ-მუთადიდ ბილაჰი | |
---|---|
المعتضد بالله | |
ალ-მუთადიდის ოქროს დინარი | |
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა | |
მმართ. დასაწყისი: | ოქტომბერი, 892 |
მმართ. დასასრული: | 5 აპრილი, 902 |
წინამორბედი: | ალ-მუთამიდი |
მემკვიდრე: | ალ-მუქთაფი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 854/861 |
გარდ. თარიღი: | 5 აპრილი, 902 |
გარდ. ადგილი: | ბაღდადი |
დინასტია: | აბასიანები |
მამა: | ალ-მუვაფაქი |
დედა: | დირარი |
რელიგია: | ისლამი |
დახურვა
მამამისი იყო რეგენტი მისი ძმის, ალ-მუთამიდის მმართველობის პერიოდში და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სახალიფოს მმართველობაში. მამა-შვილმა მრავალ მნიშვნელოვან სამხედრო კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა. ალ-მუვაფაქის სიკვდილის შემდეგ ალ-მუთადიდმა აიძულა ალ-მუთამიდი ტახტის მემკვიდრედ გამოეცხადებინა და მისი სიკვდილის შემდეგ დაიკავა კიდევაც ტახტი. ალ-მუთადიდის სამფლობელო ერაყით, ჩრდილოეთ სირიითა და დასავლეთი ირანით შემოიფარგლებოდა.