ალ-მუქთაფი
From Wikipedia, the free encyclopedia
აბუ აჰმად ალი იბნ აჰმად ალ-მუთამიდი (არაბ. أبو أحمد علي بن أحمد المعتمد; უკეთ ცნობილი, როგორც ალ-მუქთაფი ბილაჰი, არაბ. المكتفي بالله; დ. 877/878 — გ. 13 აგვისტო, 908) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა ბაღდადში 902–908 წლებში. მისი წინამორბედის, ხალიფა ალ-მუთადიდისა და თურქი მხევლის შვილი. თავისი მმართველობის დასაწყისში გააუქმა მამამისის საიდუმლო ციხეები და შეწყვიტა ბაღდადში არსებული ტერორი, რის გამოც საკმაოდ პოპულარული გახდა ხალხში. მისი თითქმის შვიდწლიანი მმართველობის პერიოდში სახალიფოს მრავალი საფრთხე დაემუქრა, თუმცა ალ-მუქთაფმა მათი დაძლევა შეძლო. მეტ-ნაკლები წარმატებით ებრძოდა ბიზანტიელებს.
სწრაფი ფაქტები ალ-მუქთაფი, აბასიანთა სახალიფოს ხალიფა ...
ალ-მუქთაფი | |
---|---|
المكتفى | |
ალ-მუქთაფის ოქროს დინარი | |
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა | |
მმართ. დასაწყისი: | 902 |
მმართ. დასასრული: | 908 |
წინამორბედი: | ალ-მუთადიდი |
მემკვიდრე: | ალ-მუკთადირი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 877/878 |
გარდ. თარიღი: | 13 აგვისტო, 908 |
დინასტია: | აბასიანები |
მამა: | ალ-მუთადიდი |
რელიგია: | ისლამი |
დახურვა