ამერიკის შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკის შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმი (ინგლ. United States Holocaust Memorial Museum) — ჰოლოკოსტისადმი მიძღნვილი მუზეუმი ვაშინგტონში. მუზეუმი უზრუნველყოფს ჰოლოკოსტის ისტორიის დოკუმენტირებას, შესწავლასა და ინტერპრეტაციას.[2]
ამერიკის შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმი | |
---|---|
ინგლ. United States Holocaust Memorial Museum | |
38°53′12″ ჩ. გ. 77°01′57″ დ. გ. | |
დაარსდა | 1993 წლის 22 აპრილი |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
მდებარეობა | ვაშინგტონი[1] |
ვიზიტორები | 1.6 მილიონი (2016) |
ოფიციალური საიტი | http://www.ushmm.org/ |
მუზეუმის ბიუჯეტი 2018 წლის სექტემბრის მონაცემებით 120.6 მილიონი დოლარია.[3] 2008 წელს მუზეუმს ჰყავდა 400-მდე თანამშრომელი, 125 კონტრაქტორი და 650 მოხალისე. მას აქვს ადგილობრივი ოფისები ნიუ-იორკში, ბოსტონში, ბოკა რატონში, ჩიკაგოში, ლოს ანჯელესსა და დალასში.[4]
დაარსებიდან (1993 წლის 22 აპრილი) დღემდე მუზეუმს ჰყავდა თითქმის 40 მილიონი ვიზიტორი, მათ შორის 10 მილიონზე მეტი სკოლის მოსწავლე, 99 სახელმწიფოს მეთაური და 3500-ზე მეტი უცხოელი ჩინოვნიკი 211-ზე მეტი ქვეყნიდან. მუზეუმის ვებგვერდს 2008 წელს ჰყავდა 25 მილიონი ვიზიტი, საშუალოდ 100 ქვეყნიდან ყოველდღიურად.
მუზეუმის კოლექციები შეიცავს 12,750-ზე მეტ ექსპონატს, 49 მილიონ გვერდ საარქივო დოკუმენტს, 85,000 ისტორიულ ფოტოს, 200,000-ზე მეტ რეგისტრირებულ გადარჩენილს და მათ ოჯახებს, 1000 საათის საარქივო მასალას, 93,000 ბიბლიოთეკაში დაცულ ნივთს და 9,000 ზეპირსიტყვიერ ჩვენებას. მუზეუმს ასევე ჰყავს მასწავლებლები შეერთებული შტატების ყველა შტატში და 1994 წლიდან, თითქმის 400 უნივერსიტეტის სტიპენდიატი 26 ქვეყნიდან.[4] შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის მკვლევრებმა აღწერეს და აღრიცხეს 42,500 გეტო და საკონცენტრაციო ბანაკი, რომლებიც ნაცისტებმა შექმნეს გერმანიის მიერ ევროპის კონტროლირებად რეგიონებში 1933 წლიდან 1945 წლამდე.[5]