ანტიდეპრესანტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანტიდეპრესანტები — ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც, პირველ ყოვლისა, გამოიყენება კლინიკური დეპრესიის სამკურნალოდ. ანტიდეპრესანტებს დიდი გავლენა აქვს ნეირომედიატორების აქტივობაზე, კერძოდ — სეროტონინზე, ნორადრენალინსა და დოფამინზე. ანტიდეპრესანტი დეპრესიით დაავადებულის გუნებგანწყობის „მწყობრში მოყვანას“ უზრუნველყოფს, ამცირებს ან ხსნის სევდიანობას, აპათიას, შფოთვას, გაღიზიანებადობასა და ემოციურ დატვირთვას; ფსიქიკური აქტივობა კი მატულობს, ნორმალურ მდგომარეობაში მოჰყავს ძილის ხანგრძლივობა, მადა. ანტიდეპრესანტებს ასევე იყენებენ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის, პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის და ქრონიკული ტკივილის დროსაც.
ბევრი ანტიდეპრესანტი არ იწვევს იმ ადამიანის გუნებგანწყობის გაუკეთესებას, რომელიც არაა დაავადებული დეპრესიით.