ანტონ მაუვე
From Wikipedia, the free encyclopedia
ანტონ რუდოლფ მაუვე (დ. 18 სექტემბერი, 1838 — გ. 5 თებერვალი, 1888) — ნიდერლანდელი რეალისტი, რომელიც ჰააგის სკოლის ერთ-ერთი მთავარი წევრი და წარმომადგენელი იყო. მისი ნახატები გაირჩევა წარწერით 'A. Mauve ან მონოგრამით 'A.M.'. ფერების გამოყენების დიდოსტატი, რომელმაც შემდგომში დიდი გავლენა მოახდინა საკუთარი ცოლის ბიძაშვილზე, ნიდერლანდელ პოსტიმპრესიონისტ მხატვარზე — ვინსენტ ვან გოგზე.
ანტონ მაუვე | |
---|---|
დაიბადა | 18 სექტემბერი, 1838 |
დაბადების ადგილი | ზანდამი, ნიდერლანდები |
გარდაიცვალა | 5 თებერვალი, 1888 (49 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | არნემი, ნიდერლანდები |
ეროვნება | ნიდერლანდელი |
მიმდინარეობა | რეალიზმი |
ჟანრი | პორტრეტი |
პარტნიორები | Goupil & Cie |
მასზე გავლენა მოახდინა | ჟან-ფრანსუა მილე |
მან გავლენა მოახდინა | ვინსენტ ვან გოგი |
მაუვეს ნახატების უმრავლესობაზე გამოსახულია ადამიანები და ცხოველები ბუნებაში. მაგალითისათვის, მის ნამუშევარში დილის გასეირნება, რომელიც რეიკსმუზეუმში ინახება, გამოსახულია სამი დახვეწილი ცხენოსანი, რომლებიც სანაპიროსაკენ მიემართებიან. ეს ნახატი ნათელი მაგალითია მხატვრის რეალისტური სტილისა, რომელზეც დახატული ფონი, ქვიშა, ცხენები, და მამაკაცები რეალისტურადაა გამოსახული.
მის ყველაზე მეტად ცნობილ ნახატებზე გამოსახულია გლეხები მინდვრებიში. განსაკუთრებით პოპულარული იყო ცხვრების ფარის ამსახველი მისი ნახატი, განსაკუთრებით ამერიკელი შემსყიდველებისთვის, იმდენად რომ ნახატაბს - ცხვრების მოსვლას და ცხვრების წასვლას შორის ფასები საგრძნობლად იმატებდა.[1]