ასტურიის პრინცი
From Wikipedia, the free encyclopedia
ასტურიის პრინცი (ესპ. Príncipe de Asturias) — ესპანური არისტოკრატიული წოდება რომელიც დაარსდა 1388 წელს კასტილის მეფე ხუან I-ის მიერ. ასტურიის პრინცის, ან პრინცესის წოდებას ატარებდა ჯერ კასტილიის, შემდეგ კი ესპანეთის მეფის ტახტის მემკვიდრე. უმეტეს შემთხვევაში ასტურიის პრინცის წოდება მამაკაცს ენიჭებოდა, თუმცა არსებობს 13 გამონაკლისი, როდესაც ეს წოდება ქალს მიენიჭა. პირველი ასტურიის პრინცი სწორედ ხუან I-ის უფროსი ვაჟი, ენრიკე იყო, რომელიც შემდეგში კასტილიის მეფე გახდა ენრიკე III-ის სახელით, ხოლო დღეისათვის ასტურიის პრინცესაა ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ის უფროსი ქალიშვილი, ლეონორ დე ბურბონი, რომელიც მომავალ დედოფლად მოიაზრება.