აუშვიც-ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
აუშვიც-ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმი (პოლ. Państwowe Muzeum Auschwitz-Birkenau)[3] — ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მოწყობილი მუზეუმი ქალაქ ოსვენციმში (გერმ. Auschwitz), პოლონეთი.
სწრაფი ფაქტები აუშვიც-ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმი, დაარსდა ...
აუშვიც-ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმი | |
---|---|
პოლ. Państwowe Muzeum Auschwitz-Birkenau w Oświęcimiu | |
ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის შესასვლელი | |
50°02′09″ ჩ. გ. 19°10′42″ ა. გ. | |
დაარსდა | აპრილი, 1946[1] |
ქვეყანა | პოლონეთი |
მდებარეობა | ოსვენციმი |
ვიზიტორები | 2.3 მილიონი (2019)[2] |
დირექტორი | პიოტრ ცივინსკი |
ოფიციალური საიტი | auschwitz.org/en/ |
დახურვა
მუზეუმი მოიცავს აუშვიც I-ის მთავარ საკონცენტრაციო ბანაკსა და აუშვიც II-ბირკენაუს საკონცენტრაციო და გასანადგურებელი ბანაკის ნაშთებს. ორივე ნაგებობა აშენდა და იმართებოდა ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის ოკუპაციის (1939–1945) პერიოდში. პოლონეთის მთავრობამ შენობების შენარჩუნების გადაწყვეტილება აქ დაღუპული 1.1 მილიონი ადამიანის სამახსოვროდ მიიღო, რომელთაგან 960 000 ებრაელი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მიმდინარე ჰოლოკოსტს შეეწირა.[4]
1979 წელს ადგილს მიენიჭა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი. მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორი პიოტრ ცივინსკია.[5]