აფსარი
From Wikipedia, the free encyclopedia
აფსარი (აფხ. аҧсар) — სამახსოვრო მონეტების სახელი აფხაზეთში.
დე-ფაქტო აფსარები ფულად მიმოქცევაში არ მონაწილეობს. "აფხაზეთის ბანკის" მიერ დაწესებული კურსის მიხედვით 1 აფსარი 10 რუსულ რუბლს უტოლდება, თუმცა სამახსოვრო მონეტების რეალური ღირებულება განისაზღვრება მონეტებზე მოთხოვნით საინვესტიციო და ნუმიზმატური მიზნებით. ამჟამად ოქროს მონეტის ღირებულებაა 23 000 რუბლი, მოოქროვილი ვერცხლის მონეტისა კი — 4 500 რუბლი.