აღმოსავლეთი კაპლანდი
From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთი კაპლანდი (ინგლ. Eastern Cape, აფრ. Oos-Kaap, კოს. Mpuma-Koloni) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 9 პროვინციიდან ერთ-ერთი. შეიქმნა 1994 წელს კაპის პროვინციის ყოფილი ნაწილებისაგან, ასევე კვაზიდამოუკიდებელი ბანტუსტანებისაგან — სისკეისაგან და ტრანსკეისაგან. ეს პროვინცია — კოსას ხალხის ძირითადი ტერიტორიაა, რომლისაგანაც წარმოიშვა ბევრი ცნობილი სამხრეთაფრიკელი, აფრიკის ეროვნული კონგრესის ისეთი მოღვაწეების ჩათვლით, როგორებიც არიან პრეზიდენტები ნელსონ მანდელა და ტაბო მბეკი (ორივე ისინი დაიბადნენ ზუსტად ამ პროვინციაში).
პროვინცია | |||
---|---|---|---|
აღმოსავლეთი კაპლანდი ინგლ. Eastern Cape აფრ. Oos-Kaap კოს. Mpuma-Koloni | |||
| |||
ქვეყანა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | ||
ადმ. ცენტრი | Bhisho | ||
შიდა დაყოფა | Nelson Mandela Bay Metropolitan Municipality, Buffalo City Metropolitan Municipality, Sarah Baartman District Municipality, Amathole District Municipality, Chris Hani District Municipality, Joe Gqabi District Municipality, OR Tambo District Municipality და Alfred Nzo District Municipality | ||
კოორდინატები | 32°00′00″ ს. გ. 27°00′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Oscar Mabuyane | ||
დაარსდა | 27 აპრილი, 1994 | ||
ფართობი | 168 966 კმ² | ||
მოსახლეობა | 6 562 053 კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 38,84 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+2]] | ||
ოფიციალური საიტი | ecprov.gov.za | ||
აღმოსავლეთ კაპლანდის პროვინციაში მდებარეობს მსხვილი კონურბანიზაცია პორტ-ელიზაბეთი. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბიშო. მსხვილი ქალაქები — პორტ-ელიზაბეთი, ისტ-ლონდონი (მსხვილი პორტი), გრეიამსთაუნი. პროვინცია ქვეყანაში ერთ-ერთი უღარიბესია: კერძოდ ეს დაკავშირებულია, ყოფილ ბანტუსტანებში — სისკეიში და ტრანსკეიში ცხოვრების უკიდურესად დაბალი დონით.
ქალაქ გრეიამსთაუნში მდებარეობს სამხრეთ აფრიკაში უძველესი და ყველაზე მაღალი ანგლიკანური ტაძარი — წმინდა მაიკლის და წმინდა ჯორჯის ტაძარი.