ბანტუს ხალხი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბანტუ — საერთო სახელი აფრიკაში მცხოვრები ბანტუს ენებზე მოლაპარაკე 300-600 ეთნიკური ჯგუფისა, რომლებიც გადანაწილებულნი არიან კამერუნიდან აღმოსავლეთით, ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის გასწვრივ. საერთო გარჩევადობის კრიტერიუმით, განარჩევენ ბანტუს 250 ენას,[1] თუმცა განსხვავებები ამ ენებსა და დიალექტებს შორის ხშირად დაუდგენელია, ორგანიზაცია Ethnologue კი საერთოდაც 535 ენას ითვლის.[2]
ბანტუ | |
---|---|
ბანტუს ხალხის გავრცელების არეალი | |
საერთო მოსახლეობა | |
დაახ. 200 მლნ | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ენები | ბანტუს ენები |
რელიგიები | ქრისტიანობა, ისლამი და ანიმიზმი |
ბანტუს ოჯახი დაყოფილია ასობით ინდივიდუალურ ჯგუფებად. არც ერთი მათგანი რამდენიმე მილიონს არ აღემატება (უმსხვილესია ზულუ, დაახლოებით 10 მლნ). ბანტუს ერთ-ერთი ენა სუაჰილი მშობლიურია 5-10 მლნ ადამიანისათვის და ის სუპერ-რეგიონული ენაა, რადგან ათობით მილიონი ადამიანი მას მეორე სალაპარაკო ენად ფლობს.
ბანტუს უმსხვილესი ხალხებია: შონა (14 მლნ), რუანდა (13 მლნ), ზულუსები (10,5 მლნ), კონგო (10 მლნ), მაკუა (8,55 მლნ), კოსა (7,9 მლნ), რუნდი (7 მლნ) და ჩოკვე (1,95 მლნ).