ბელორუსის რუსიფიკაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ბელარუსის რუსიფიკაცია (ბელ.: Расеізацыя Беларусі; რუს.: Русификация Беларуси) არის პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს ბელარუსული ენის გამოყენების, ბელარუსული კულტურისა და მენტალიტეტის რუსული ანალოგებით ჩანაცვლებას ბელარუსული საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. რუსიფიკაცია არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ბელარუსები არასაკმარისად მეტყველებენ საკუთარ, ბელარუსულ ენაზე.[1]
ბელარუსში, რუსიფიკაცია განხორციელდა რუსეთის იმპერიის, მოგვიანებით კი საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მიერ.[2][3] ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, 1994 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, განაახლა ეს პოლიტიკა,[4][5][6][7][8] თუმცა, 2014 წლიდან მოყოლებული ამან უკვე „რბილი ბელარუსიზაციის“ ნიშნები მიიღო.[9][10][11]