ბილბო ბეგინსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბილბო ბეგინსი (ქართულ თარგმანებში - „ბილბო აბგელი“) — ჯ.რ.რ. ტოლკინის რომანების „ჰობიტი“ და „ბეჭდების მბრძანებელი“ პერსონაჟი. ტოლკინის თანახმად, ბილბო არის „ჰობიტის“ (საკუთარი თავგადასავლების მოგონებების) ავტორი და „სილმარილიონის“ მთარგმნელი.
ბილბო ბეგინსი | |
---|---|
სხვა სახელები | ელფების მეგობარი, ’ბილბა ლაბინგი’ |
ბიოგრაფიული ცნობები | |
რასა | ჰობიტები |
ნაწარმოები |
ჰობიტი (1937) ბეჭდების მბრძანებელი (1954-1955) დაუსრულებელი თხზულებები (1980) |
ბილბომ სახელი გაითქვა განდალფთან და ცამეტ ჯუჯასთან ერთად მოგზაურობით. ამ მოგზაურობისას მათ დალაშქრეს ერებორი, დრაკონ სმაუგის მიერ მიტაცებული ჯუჯების განძის კანონიერ მფლობელებთან დაბრუნების მიზნით. სმაუგი მოკლა მშვილდოსანმა ბარდმა ტბისპირა ქალაქ ესგაროთის იერიშისას. მას მოჰყვა ხუთი ლაშქრის ბრძოლა, რომლის შემდეგ ბილბო დაბრუნდა შინ, ჰობიტონში და მშვიდად ცხოვრობდა მოგზაურობიდან თან მოტანილი ნადავლით - ხმლით (ნესტარი), მითრილის პერანგით და ბეჭდით.
ბეჭედი, როგორც აღმოჩნდა, ეკუთვნოდა საურონს და ძალაუფლების დიდ წყაროდ ითვლებოდა. სწორედ ამიტომ საურონი მას მრავალი წელი ეძებდა. მას შემდეგ, რაც ბილბომ შუაველს მიაშურა და ბეჭედი ფროდო ბეგინსს დაუტოვა, ფროდომ, განდალფის მითითებით, დატოვა მშობლიური მხარე. შუაველში გადაწყდა, რომ ფროდო იქნებოდა ბეჭდის მზიდავი, ამიტომ დაიწყო ახალი მძიმე მოგზაურობა. მორდორში ბეჭდის განადგურების შემდეგ ფროდო დაბრუნდა ჰობიტონში. გარკვეული დროის შემდეგ მან და ბილბომ ერთად დატოვეს შუახმელეთი და უკვდავი მიწებისკენ აიღეს გეზი.