ბირენდრა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბირენდრა ბირ ბიქრამ შახ დევი (ნეპ. वीरेन्द्र वीर विक्रम शाह; დ. 28 დეკემბერი 1945 — გ. 1 ივნისი 2001) — ნეპალის მეათე მეფე ( 1972 — 2001) შაჰების დინასტიიდან. ნეპალის სამეფო არმიის ფელდმარშალი (1972 წლის 31 იანვარი).
სწრაფი ფაქტები ბირენდრა ბირ ბიქრამ შაჰ დევი, ნეპალის მე-10 მეფე ...
ბირენდრა ბირ ბიქრამ შაჰ დევი | |
---|---|
ნეპ. वीरेन्द्र वीर विक्रम शाह | |
ნეპალის მე-10 მეფე | |
მმართ. წლები: | 31 იანვარი 1972 — 1 ივნისი 2001 |
კორონაცია: | 24 თებერვალი 1975 |
მმართ. დასაწყისი: | 31 იანვარი 1972 |
მმართ. დასასრული: | 1 ივნისი 2001 |
წინამორბედი: | მაჰენდრა |
მემკვიდრე: | დიპენდრა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 28 დეკემბერი 1945 |
დაბ. ადგილი: | კატმანდუ, ნეპალი |
გარდ. თარიღი: | 1 ივნისი 2001 (55 წლის) |
გარდ. ადგილი: | კატმანდუ, ნეპალი |
დაკრძ. ადგილი: | ბაგმატი |
მეუღლე: | მეუღლე: აიშვარია |
შვილები: |
ვაჟები: დიპენდრა, ნირაჯანი ქალიშვილი: შურითი |
დინასტია: | შაჰების |
მამა: | მაჰენდრა |
დედა: | ინდრა |
რელიგია: | ინდუიზმი |
ჯარის სახეობა: | ბრიტანეთის არმია |
წოდება: | ფელდმარშალი |
დახურვა
ბირენდრა მზად იყო საპარლამენტო დემოკრატიისთვის, 1990 წლის რეფერენდუმის შემდეგ, თუმცა სოციალურმა პრობლემებმა და პოლიტიკურმა უთანხმოებამ სხვადასხვა საპარლამენტო პარტიებს შორის გამოიწვია მაოისტების წინააღმდეგობა. მათ 1996 წლის თებერვალში წამოიწყეს პარტიზანული ომი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. ამავდროულად, ბირენდრამ, მეფე გიანენდრასგან განსხვავებით, რომელიც მის შემდეგ მოვიდა ქვეყნის სათავეში, უარი თქვა სამეფო არმიის გამოყენებაზე მაოისტი პარტიზანების წინააღმდეგ ოპერაციების განსახორციელებლად.[1][2]