გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი
From Wikipedia, the free encyclopedia
გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი ან უბრალოდ გზაგადამჭრელი — გამანადგურებელი თვითმფრინავების ტიპი, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის წარმატებული საჰაერო ოპერაციების ჩასაშლელად, უპირველეს ყოვლისა, ბომბდამშენების და მზვერავების. გზაგადამჭრელებში გამოარჩევენ ორ მთავარ კლასს: შედარებით მსუბუქი თვითმფრინავები განკუთვნილი მაღალი წარმადობისთვის, და მძიმე თვითმფრინავები განკუთვნილი ღამის ან არახელსაყრელ ამინდში ფრენებისთვის და შორი მოქმედებისთვის.
დღის ოპერაციებისას ჩვეულებრივი გამანადგურებლები სხვა მრავალ ამოცანასთან ერთად ასევე გზაგადამჭრელის ფუნქციასაც ითავსებენ. დღის გზაგადამჭრელები პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული თავდაცვით როლს ასრულებდნენ, მაგრამ ისინი უკეთ ცნობადი არიან მეორე მსოფლიო ომის დროს სხვადასხვა ძირითადი მოქმედებებით, აღსანიშნავია ბრიტანეთის ბრძოლა, სადაც სპიტფაერებმა და ჰოუკერ ჰარიკეინებმა კარგი რეპუტაცია მოიპოვეს. თვითფრინავების მხოლოდ მცირე ნაწილს შეიძლება ეწოდოს სპეციალური დღის გზაგადამჭრელი, გამონაკლისებია Messerschmitt Me 163 და მიქოიან-გურევიჩის მიგ-15-ის მსგავსი თვითმფრინავები. ეს უკანასკნელი ატარებდა მძიმე შეიარაღებას სპეციალურად ბომბდამშენსაწინააღმდეგო ამოცანებისთვის.
ღამის გამანადგურებლები და ბომბდამშენსაწინააღდეგო თვითმფრინავები განსაზღვრების თანახმად არიან მძიმე კლასის გზაგადამჭრელები, მიუხედავად იმისა, რომ მათ თავდაპირველად ასე არ მოიხსენიებდნენ. ცივი ომის ადრეულ ხანაში რეაქტიულიძრავიანი ბომბდამშენების და ატომური ბირთვული იარაღის შერწყმამ საჰაერო ძალებში მაღალი შესაძლებლობების გზაგადამჭრელების მოთხოვნა გაამძაფრა, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ტერმინ მძიმე გზაგადამჭრელის გამოყენება. ამ ხანის კლასიკური გზაგადამჭრელების მაგალითებია F-106 Delta Dart, სუხოის სუ-15 და English Electric Lightning. 1960-იან წლებში მოხდარმა სწრაფმა კონსტრუქციულმა გაუმჯობესებებმა გაანადგურბელებს გზაგადაჭრელის ფუნქციის შეთავსების შესაძლებლობა მისცა და ამგვარად სტრატეგიულმა საფრთხემ ბომბდამშენებიდან კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებზე (კბრ) გადაინაცვლა. სპეციალურად აგებული გზაგადამჭრელები იშვიათობად იქცა, გამონაკლისის სახით 1960-იანების შემდგომ აგებულ გზაგადამჭრელებს შორის ყველაზე გავრცელებულია Tornado F3 და მიკოიანის მიგ-31.