გორგიპია (მუზეუმი)
From Wikipedia, the free encyclopedia
გორგიპია (რუს. Горги́ппия) — არქეოლოგიური მუზეუმი ღია ცის ქვეშ ქალაქ ანაპაში.[1]
გორგიპია (მუზეუმი) | |
---|---|
44°53′46″ ჩ. გ. 37°18′39″ ა. გ. | |
დაარსდა | წ. |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | Anapa |
ოფიციალური საიტი | http://museumanapa.ru/ |
ახლანდელი ანაპის ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპიროზე, უძველეს ხანაში არსებობდა ქალაქი გორგიპია,[2] რომელიც ბერძნული ცივილიზაციის მემკვიდრეობაა და რომელიც გახდა თანამედროვე ევროპული კულტურის საფუძველი. ეს არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს 1,6 ჰექტარ დაცულ ტერიტორიას, რომლიდანაც 0,7 ჰა გამოკვლეულია და მოწყობილია დასათვალიერებლად.[3]
გორგიპიას მუზეუმის დამაარსებლად ითვლება რუსი არქეოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიისა და შუა აზიის არქეოლოგიის მკვლევარი ნიკოლაი ივანეს ძე ვესელოვსკი (1848-1918),[4] რომლის სისტემატურმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში იმდენად მდიდარი მასალა გამოავლინა, რომ ძლივს ასწრებდა აღრიცხვას. მან არქეოლოგიაში მეცნიერულად პირველმა აღწერა ყორღანების განლაგების პრინციპი. მან პირველმა დაადგინა ფაქტი, რომ ერთი ეპოქის ყორღანები, ჩვეულებრივ, როგორც წესი, შეჯგუფებულია ერთ ადგილას და განსაზღვრა სხვადასხვა ეპოქისთვის დამახასიათებელი დამარხვის წეს-ჩვეულებები.