გუსტავ მანერჰაიმი
From Wikipedia, the free encyclopedia
კარლ გუსტავ ემილ მანერჰაიმი (შვედ. Carl Gustaf Emil Mannerheim, ფინ. Carl Gustaf Emil Mannerheim, [ˈkɑːrl ˈɡɵsˌtɑf ˈeːmil ˈmanːərˌheim]; დ. 4 ივნისი, 1867, ასკაინენი, ფინეთის დიდი სამთავრო, რუსეთის იმპერია — გ. 27 იანვარი, 1951, ლოზანა, შვეიცარია) — ბარონი, შვედური წარმოშობის ფინელი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, ფინეთის ჯარის კავალერიის გენერალი (7 მარტი, 1918), ფელდმარშალი (19 მაისი, 1933), საპატიო ტიტულის, „ფინეთის მარშალის“ მფლობელი (4 ივნისი, 1942), ფინეთის სამეფოს რეგენტი (12 დეკემბერი, 1918 — 26 ივნისი, 1919), ფინეთის პრეზიდენტი (4 აგვისტო, 1944 — 11 დეკემბერი, 1946); რუსეთის სამხედრო მოღვაწე და რუსეთის ჯარის გენერალ-ლეიტენანტი (25 აპრილი, 1917).
პირად სახელად იგი იყერებდა გუსტავს, რუსულ ჯარში სამსახურის დროს მას მოიხსენიებდნენ, როგორც გუსტავ კარლოვიჩს (რუს. Густа́в Ка́рлович), ხოლო ზოგჯერ ფინურ ყაიდაზე მას კუსტაასაც ეძახოდნენ.