დაიენ კეროლი
From Wikipedia, the free encyclopedia
დაიენ კეროლი (ინგლ. Diahann Caroll; დ. 17 ივლისი, 1935 - გ. 4 ოქტომბერი, 2019) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი და აქტივისტი. მან პოპულარობა მოიპოვა რამდენიმე ადრეულ ფილმში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ფერადკანიანი მსახიობები, მათ შორის არის ფილმები:კარმენ ჯონსი (1954) და პორგი და ბესი (1959). 1962 წელს კეროლმა მოიგო ტონის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიუზიკლში. 1974 წელს მან ითამაშა კლოდინში , ჯეიმზ ერლ ჯონსთან ერთად, რისთვისაც იყო ნომინირებული ოსკარზე, საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში. 1978 წელს მან მიიღო მონაწილეობა "Star Wars Holiday Special" - ში და იმღერა "This Minute Now" - როგორც ვირტუალური რეალობის აპარატის მიერ შექმნილი ჰოლოგრამა.
დაიენ კეროლი | |
---|---|
კეროლი 1976 წელს | |
დაბადების სახელი | კეროლ დაიენ ჯონსონი |
დაბადების თარიღი |
17 ივლისი, 1935 ბრონქსი, ნიუ-იორკი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
4 ოქტომბერი, 2019 (84 წლის) ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | ნიუ-იორკის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი, მოდელი, აქტივისტი |
აქტიური | 1950-2015 |
შვილ(ებ)ი | 1 |
ჯილდოები | ტონის ჯილდო, ოქროს გლობუსი |
მან ტიტულოვანი როლი მოირგო ტელესერიალში, ჯულია, რომლისთვისაც მან მიიღო 1968 წლის ოქროს გლობუსის პრემია საუკეთესო მსახიობი ქალისთვის სატელევიზიო სერიალში, აღნიშნული ტელესერიალი პირველი იყო ამერიკულ ტელესივრცეში, სადაც ფერადკანიანი ქალი არასტერეოტიპულ როლში იყო.[1] გასული საუკუნის 80-იან წლებში მან შეასრულა დომინიკ დევეროსი, სერიალში დინასტია. კეროლი იყო მრავალი სცენისა და ეკრანის ნომინაციების და ჯილდოების მფლობელი, მათ შორის მან ტონის ჯილდო მოიგო 1962 წელს, ხოლო ოქროს გლობუსი 1968 წელს, ასევე იყო ემის ჯილდოს ხუთი ნომინაციის მფლობელი. იგი 2019 წლის 4 ოქტომბერს გარდაიცვალა, მკერდის კიბოსთან ბრძოლის შემდეგ.