დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა
From Wikipedia, the free encyclopedia
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, „დსთ“ (რუს. Содружество Независимых Государств - СНГ) — რეგიონალური მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ჩამოყალიბდა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ორგანიზაციის მიზანია დაარეგულიროს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ურთიერთობები: ხელს უწყობს თანამშრომლობას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში და აქვს გარკვეული უფლებამოსილება, რომელიც ეხება ვაჭრობის, ფინანსების, კანონშემოქმედებისა და უსაფრთხოების კოორდინაციას.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა | |
---|---|
რუს. Содружество Независимых Государств | |
აბრევიატურა | დსთ |
შეიქმნა | 8 დეკემბერი, 1991 |
ტიპი | საერთაშორისო ორგანიზაცია[1] , commonwealth და intergovernmental organization |
შტაბ-ბინა | მინსკი, მოსკოვი |
წევრები |
აზერბაიჯანი ბელარუსი მოლდოვა რუსეთი სომხეთი ტაჯიკეთი უზბეკეთი ყაზახეთი ყირგიზეთი |
ენა | რუსული ენა |
მდივანი | სერგეი ლებედევი |
თავმჯდომარე | ვალენტინა მატვიენკო |
ატარებს სახელს | commonwealth, independence და სუვერენული სახელმწიფო |
დამფუძნებელი (-ები) | რსფსრ, უკრაინის სსრ და ბელორუსიის სსრ |
წევრი ქვეყნები სადავო ტერიტორია[2] ასოცირებული ქვეყანა | |
https://e-cis.info/ |
შედგება 9 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისაგან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, თურქმენეთი, მოლდოვა, სომხეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთისგან. თურქმენეთმა 2005 წლის 26 აგვისტოს სრულუფლებიანი წევრობისგან უარი განაცხადა და ამჟამად ასოცირებული წევრია. საქართველომ დსთ 2009 წლის აგვისტოში დატოვა.[3]