დიმიტრი შოსტაკოვიჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
დიმიტრი დიმიტრის ძე შოსტაკოვიჩი (რუს. Дмитрий Дмитриевич Шостакович; დ. 25 სექტემბერი, 1906, სანქტ-პეტერბურგი ― გ. 9 აგვისტო, 1975, მოსკოვი) — რუსი საბჭოთა კომპოზიტორი და პიანისტი. ითვლება XX საუკუნის ერთ-ერთ უმთავრეს კომპოზიტორად, უნიკალური ჰარმონიული ენით და ისტორიული მნიშვნელობით, რაც სტალინის მმართველობის ქვეშ მის მოღვაწეობას უკავშირდება.[16]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „დიმიტრი შოსტაკოვიჩი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. დიმიტრი შოსტაკოვიჩი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
დიმიტრი შოსტაკოვიჩი | |
---|---|
რუს. Дмитрий Шостакович | |
დიმიტრი შოსტაკოვიჩი (1950) | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | დიმიტრი დიმიტრის ძე შოსტაკოვიჩი |
დაბ. თარიღი | 12 (25) სექტემბერი, 1906[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნია, რუსეთის იმპერია[11] [8] |
გარდ. თარიღი | 9 აგვისტო, 1975(1975-08-09)[11] [2] [12] [13] [14] [15] [4] [5] [7] [8] [9] [10] (68 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[11] [8] |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
ჟანრ(ებ)ი | მოდერნიზმი, ნეოკლასიციზმი |
საქმიანობა | კომპოზიტორი, პიანისტი |
ხელმოწერა | |
საიტი | shostakovich.ru |
დიმიტრი შოსტაკოვიჩი ვიკისაწყობში |
დიმიტრი შოსტაკოვიჩი ცნობილი საბჭოთა კავშირის მარშალ მიხეილ ტუხაჩევსკის პატრონაჟით გახდა, თუმცა, მოგვიანებით, საბჭოთა მთავრობასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მიღებული აქვს მრავალი სახელმწიფო ჯილდო და 1947-1962 წლებში რსფსრ-ის უზენაესი საბჭოს წევრი, 1962 წლიდან გარდაცვალებამდე კი სსრკ-ის უზენაესი საბჭოს წევრიც იყო.
შოსტაკოვიჩი მრავალ განსხვავებულ სტილს და მუსიკალურ ხერხს იყენებდა. მისი მუსიკა ხასიათდება მკვეთრი კონტრასტებით, გროტესკის ელემენტებითა და ტონალური გაურკვევლობით. მასზე დიდი გავლენა მოახდინა ნეოკლასიკურმა სტილმა, რომლის წამომწყებიც იგორ სტრავინსკი იყო, აგრეთვე, განსაკუთრებით სიმფონიებში, გუსტავ მალერის გვიანი რომანტიზმის გავლენასაც განიცდიდა.
შოსტაკოვიჩის საორკესტრო მუსიკა მოიცავს 15 სიმფონიას და ექვს კონცერტს. კამერული მუსიკის სახით შექმნილი აქვს 15 სიმებიანი კვარტეტი, ერთი საფორტეპიანო კვინტეტი, ორი საფორტეპიანო ტრიო და ორი პიესა სიმებიანი ოქტეტისთვის. სოლო საფორტეპიანო ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ორი სონატა, ადრეული პრელუდიები და გვიანდელი 24 პრელუდია და ფუგა. სხვა ნამუშევრებს შორისაა: სამი ოპერა, რამდენიმე ვოკალური ციკლი, ბალეტები და მნიშვნელოვანი რაოდენობის მუსიკა ფილმებისთვის, რომელთაგანაც განსაკუთრებით ცნობილია „მეორე ვალსი“ (თხზ. 99), მუსიკა ფილმიდან „პირველი ეშელონი“ (1955–1956),[17] აგრეთვე, მუსიკალური სიუიტები ფილმისთვის „კრაზანა“ (1955).