ელიუ რუთი
From Wikipedia, the free encyclopedia
ელიუ რუთი (ინგლ. Elihu Root, /ˈɛlᵻhjuː ˈruːt/; დ. 15 თებერვალი, 1845 – გ. 7 თებერვალი, 1937) — ამერიკელი იურისტი და სახელმწიფო მოხელე, რომელიც მსახურობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნად პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის მმართველობის ქვეშ და ასევე იყო ომის მდივანი რუზველტისა და უილიამ მაკ-კინლის პრეზიდენტობის დროს. იგი ხშირად გადადიოდა ერთი მაღალი თანამდებობიდან მეორე მაღალ თანამდებობაზე ვაშინგტონში და მოღვაწეობდა კერძო სექტორის იურიდიულ პრაქტიკაში ნიუ-იორკში. ამის გამო, მას მიიჩნევენ XX საუკუნის პოლიტიკურად „ბრძენი ადამიანის“ პროტოტიპად, რომელიც პრეზიდენტებს აძლევდა რჩევებს საგარეო და საშინაო საკითხებში.[13] იგი აირჩია სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანომ აშშ-ს სენატორად ნიუ – იორკში და მსახურობდა ერთი ვადით, 1909–1915. რუთს მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 1912 წელს.
ელიუ რუთი | |
---|---|
ინგლ. Elihu Root | |
დაბადების თარიღი | 15 თებერვალი, 1845(1845-02-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბადების ადგილი | Clinton[8] |
გარდაცვალების თარიღი | 7 თებერვალი, 1937(1937-02-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (91 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ნიუ-იორკი |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | ჰამილტონის კოლეჯი, New York University School of Law, კოლუმბიის უნივერსიტეტი და Williston Northampton School |
მამა | Oren Root |
დედა | Nancy Whitney Buttrick |
მეუღლე/ები | Clara Frances Wales |
შვილ(ებ)ი | Edith Root[9] , Elihu Root, Jr. და Edward Wales Root |
ჯილდოები | ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[10] [11] , Grand Cross of the Order of the Crown, ამერიკის სტატისტიკის ასოციაციის წევრი და ლეიდენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[12] |
რუთი იყო წამყვანი იურისტი, რომლის კლიენტებში შედიოდნენ მსხვილი კორპორაციები და ისეთი ძლიერი მოთამაშეები, როგორიცაა ენდრიუ კარნეგი. რუთი მუშაობდა კარნეგის ფონდის პრეზიდენტად და თავმჯდომარედ საერთაშორისო მშვიდობისათვის ვაშინგტონის კარნეგის ინსტიტუტისა და ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციაში. როგორც მაკ-კინლისა და რუზველტის ქვეშ მყოფმა ომის მდივანმა, რუთმა შეიმუშავა ამერიკული პოლიტიკა ახალი კოლონიური საკუთრებისთვის, განსაკუთრებით ფილიპინებისა და კუბის შესახებ. მისი როლი ფილიპინების აჯანყების ჩახშობაში აღმაშფოთებელი აღმოჩნდა ანტიიმპერიალისტი აქტივისტებისთვის. რუთმა მხარი დაუჭირა კოლონიური ადმინისტრაციისადმი პატერნალისტურ მიდგომას, ხაზს უსვამდა ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და უწყვეტ საზოგადოებრივი მომსახურებას, რაც ასახულია პროგრესული ხანის ეთიკის სტანდარტებში. მან ხელი შეუწყო 1900 წლის ფორაკერის აქტის, ფილიპინების ორგანული აქტის (1902 წ.) და პლატის ცვლილებების შედგენას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო მომავალში ამერიკის ჩარევა კუბის საშინაო საქმეებში, თუ საჭირო გახდებოდა მთავრობის სტაბილურობის შენარჩუნება. ის იყო პანამის არხის ძლიერი დამცველი და მან ჩინეთთან მსოფლიო ვაჭრობის მხარდასაჭერად გახსნა ღია კარი.[14]
რუთი წამყვანი მოდერნიზატორი იყო ომის დეპარტამენტის ისტორიაში, რომელმაც ჯარი მცირე სასაზღვრო საგუშაგოებიდან და სანაპირო თავდაცვის დანაყოფებიდან გარდაქმნა თანამედროვე, პროფესიონალურად ორგანიზებულ სამხედრო მანქანად ევროპის საუკეთესო მაჩვნებელთან შედარებით. მან ეროვნული გვარდიის რესტრუქტურიზაცია მოახდინა ეფექტიანი რეზერვით, შექმნა ომის არმიის კოლეჯი სამხედრო დოქტრინის შესწავლისათვის და, რაც მთავარია - შექმნა გენერალური შტაბი. თეოდორ რუზველტის მმართველობის ქვეშ რუთმა გააუმჯობესა საკონსულო მომსახურება პატრონაჟის მინიმიზაციით, ხელი შეუწყო მეგობრულ ურთიერთობებს ლათინურ ამერიკასთან და მოაგვარა იაპონიასთან დაპირისპირება არაკვალიფიციური მუშების დასავლეთის სანაპიროზე გადასვლის გამო. მან მოლაპარაკება აწარმოა 24 ორმხრივ ხელშეკრულებაზე, რომლებიც შეერთებულ შტატებსა და სხვა ხელმომწერებს ავალდებულებდა არბიტრაჟის გამოყენებას დავების გადასაჭრელად, რამაც განაპირობა საერთაშორისო იუსტიციის მუდმივი სასამართლოს შექმნა.[15][16] შეერთებული შტატების სენატში რუთი იყო კონსერვატორი რესპუბლიკელი, რომელიც მხარს უჭერდა პრეზიდენტ უილიამ ჰოვარდ ტაფტს. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1912 წელს რესპუბლიკურ ეროვნულ კონვენციაზე, ტაფტის კანდიდატურის განმეორებით წამოყენებაში. 1916–17 წლებისთვის იგი მზადყოფნის წამყვანი მომხრე იყო, იმ იმედით, რომ შეერთებული შტატები პირველ პირველ მსოფლიო ომში მიიღებდა მონაწილეობას. პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა იგი გაგზავნა რუსეთში 1917 წელს, რათა ალიანსი დაემყარებინა რევოლუციურ მთავრობასთან, რომელმაც მეფე ჩაანაცვლა. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.[17] რუთმა მხარი დაუჭირა უილსონის ერთა ლიგის ხედვას.