ენდრიუ ნიკოლი
From Wikipedia, the free encyclopedia
ენდრიუ ნიკოლი (ინგლ. Andrew Niccol; დ. 10 ივნისი 1964) — ახალზელანდიელი სცენარის ავტორი, პროდიუსერი და რეჟისორი. არის სცენარის ავტორი და რეჟისორი ფილმებისა: „გატაკა“, „სიმონა“, „დრო“ და „იარაღის მეფე“. იყო აგრეთვე თანაპროდიუსერი და სცენარის ავტორი ფილმისა „ტრუმენის შოუ“, რომელიც ოსკარის პრემიაზე იყო ნომინირებული კატეგორიაში საუკეთესო ორიგინალური სცენარი 1999 წელს და საუკეთესო სცენარისათვის მოიგო BAFTA. მისი ფილმები როგორც წესი ეხება სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ საკითხებს.
სწრაფი ფაქტები ენდრიუ ნიკოლი, დაბადების თარიღი ...
ენდრიუ ნიკოლი | |
---|---|
ენდრიუ ნიკოლი | |
დაბადების თარიღი |
10 ივნისი, 1964 (1964-06-10) (59 წლის)[1] პარაპარაუმუ, ახალი ზელანდია |
მეუღლე(ები) |
რეიჩელ რობერტსი (2002–დღემდე) |
შვილ(ებ)ი | მია (დ. 2000), ჯეკი (დ. 2003), ავა (დ. 2008) |
დახურვა