ესაფ ჰოლი
From Wikipedia, the free encyclopedia
ესაფ ჰოლი (ინგლ. Asaph Hall; დ. 15 ოქტომბერი, 1829, გოშენი, კონექტიკუტის შტატი — გ. 22 ნოემბერი, 1907, ანაპოლისი, მერილენდის შტატი) — ამერიკელი ასტრონომი, ვაშინგტონის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1875).
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰოლი. |
სწრაფი ფაქტები ესაფ ჰოლი, დაბ. თარიღი ...
ესაფ ჰოლი | |
---|---|
ინგლ. Asaph Hall | |
| |
დაბ. თარიღი | 15 ოქტომბერი, 1829(1829-10-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | გოშენი[6] |
გარდ. თარიღი | 22 ნოემბერი, 1907(1907-11-22)[1] [2] [3] [4] [5] (78 წლის) |
გარდ. ადგილი | ანაპოლისი[7] |
დასაფლავებულია | გოშენი[8] |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ასტრონომი, მათემატიკოსი და დურგალი |
მუშაობის ადგილი | ჰარვარდის უნივერსიტეტი და აშშ-ის ძველი სამხედრო-საზღვაო ობსერვატორია |
ალმა-მატერი | მაკგროვილის კოლეჯი |
მეუღლე | ანჯელინა სტიკნი |
მამა | ესაფ ჰოლი უფროსი |
შვილ(ებ)ი | პერსივალ ჰოლი და ესაფ ჰოლი უმცროსი |
ჯილდოები | ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი, ლალანდის პრემია და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[9] |
ხელმოწერა | |
დახურვა
1857-1862 წლებში მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ობსერვატორიაში ასისტენტად, ხოლო 1862-1891 წლებში ვაშინგტონის საზღვაო ობსერვატორიაში დამკვირვებელ ასტრონომად. 1896-1901 წლებში ლექციებს კითხულობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში. 1876 წელს განსაზღვრა სატურნის ბრუნვის პერიოდი, 1877 წელს აღმოაჩინა მარსის თანამგზავრები, აკვირდებოდა პლანეტებსა და თანამგზავრებს და ამუშავებდა მათი მოძრაობის თეორიას.