ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი
From Wikipedia, the free encyclopedia
„ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი“ (ინგლ. Star Wars: The Last Jedi, აგრეთვე ცნობილი როგორც „ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი VIII – უკანასკნელი ჯედაი“) — ეპიკური კოსმოსური ოპერის ჟანრის ამერიკული ფილმი, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორია რაიან ჯონსონი. ამ, რიგით მეცხრე სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში „ვარსკვლავური ომების“ სერიიდან, მონაწილეობენ მსახიობები მარკ ჰემილი, კერი ფიშერი, ადამ დრაივერი, დეიზი რიდლი, ჯონ ბოიეგა, ოსკარ აიზეკი, ლუპიტა ნიონგ'ო, ენდი სერკისი, გვენდოლინ კრისტი, დონალ გლისონი და ენტონი დენიელზი, ისევე როგორც ბენისიო დელ ტორო, ლორა დერნი და კელი მარი ტრანი დამატებით როლებში. „უკანასკნელი ჯედაი“ არის ფიშერის (რომელიც 2016 წლის დეკემბერში გარდაიცვალა) მონაწილეობით გადაღებული უკანასკნელი ფილმი და ეძღვნება მის ხსოვნას. სიუჟეტის მიხედვით რეის ლუკ სკაიუოკერი ეხმარება ჯედაის ხელოვნების დაუფლებაში, იმ იმედით, რომ წინააღმდეგობა გაიმარჯვებს კაილო რენის და პირველი ორდენის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი“ | |
---|---|
რეჟისორი | რაიან ჯონსონი |
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი | რაიან ჯონსონი |
ეფუძნება |
ვარსკვლავური ომების პერსონაჟები — ჯორჯ ლუკასი |
როლებში | |
მუსიკა | ჯონ უილიამსი[1] |
ოპერატორი | სტივ იედლინი[2] |
მონტაჟი | ბობ დაკსი[2] |
სტუდია | Lucasfilm Ltd. |
დისტრიბუტორი |
Walt Disney Studios Motion Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 152 წთ.[3] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 200 მილიონი აშშ დოლარი[4] |
შემოსავალი | 1.334 მილიარდი აშშ დოლარი[5] |
„უკანასკნელი ჯედაის“ გამოშვების შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 2012 წლის ოქტომბერში Disney გახდა Lucasfilm-ის მფლობელი. მისი პროდიუსერები არიან Lucasfilm-ის პრეზიდენტი კეთლინ კენედი და რემ ბერგმანი, ხოლო თანაპროდიუსერია „ძალის გამოღვიძების“ რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსი. მუსიკის ავტორია ჯონ უილიამსი, სერიის წინა, ძირითადი ფილმების კომპოზიტორი. სკელიგ-მაიკლზე სცენები გადაიღეს 2015 წლის სექტემბერში, ხოლო ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა ინგლისში, Pinewood Studios-ში, 2016 წლის თებერვლიდან და დასრულდა 2016 წლის ივლისში. 2017 წლის სექტემბერში დასრულდა წარმოების შემდგომი ეტაპი.
„უკანასკნელი ჯედაის“ პრემიერა გაიმართა ლოს-ანჯელესში, 2017 წლის 9 დეკემბერს. კინოგაქირავებაში ფილმი გამოვიდა 15 დეკემბერს. მსოფლიო მასშტაბით იგი წლის მეოთხე ყველა შემოსავლიანი ფილმი იყო, 1.334 მილიარდზე მეტი აშშ დოლარით[5], ხოლო მისი შეფასებები – ძირითადად დადებითი. კრიტიკოსებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მისი სიუჟეტური განვითარება, მსახიობთა შემადგენლობა, მოქმედებითი სცენები, ეფექტები, საუნდტრეკი და ემოციური დატვირთვა. ზოგიერთის აზრით, იგი „იმპერიის საპასუხო შეტევის“ შემდეგ „ვარსკვლავური ომების“ სერიიდან საუკეთესო ფილმი იყო.[6][7][8][9][10] მისი გაგრძელება, სკაიუოკერის აღზევება, გაგრძელების ტრილოგიის დასასრული, გამოვიდა 2019 წელს.