ვარშავის საჰერცოგო
From Wikipedia, the free encyclopedia
ვარშავის საჰერცოგო (პოლ. Księstwo Warszawskie) — 1807 წელს დადებული ტილზიტის ზავის შემდეგ ჩამოყალიბებული სახელმწიფო პოლონეთის იმ ნაწილზე, რომელიც პრუსიას ჰქონდა დაპყრობილი. ვარშავის საჰერცოგო ნაპოლეონ I ბონაპარტმა ჩამოაყალიბა და ამიტომ ეს პოლონური სახელმწიფო საფრანგეთის ვასალი იყო საქსონიის მეფის ეგიდით. საჰერცოგო 1813 წლამდე აგრძელებდა არსებობას, სანამ მეექვსე ანტიფრანგული კოალიციის ჯარებმა არ დაიკავეს. ვენის კონგრესმა პოლონეთი კვლავ დაშალა და მისი უდიდესი ნაწილი რუსეთმა ჩაიგდო ხელთ, თუმცა პოლონელებს ავტონომიური უფლებები მიეცათ.