ვესტსაიდური ამბავი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვესტსაიდური ამბავი (ინგ. West Side Story; სიტყვა-სიტყვით: დასავლეთი მხარის ამბავი) — მიუზიკლი და სასიყვარულო დრამა. ფილმის რეჟისორია რობერტ ვაისი და ჯერომი რობინსი. ფილმი 1957 წლის ამავე სახელწოდების მიუზიკლის ადაპტაციაა, რომელიც, თავის მხრივ შექსპირის პიესა ,,რომეო და ჯულიეტა"-ზე დაყრდნობით შეიქმნა. ფილმში მონაწილებას იღებენ: ნატალი ვუდი, რიჩარდ ბეიმერი, რუს ტამბლინი, რიტა მორენო და ჯორჯ ჩაკირისი.
„ვესტსაიდური ამბავი“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
West Side Story | |
ჟანრი | სასიყვარულო დრამა |
ფილმის ტიპი | მიუზიკლი |
რეჟისორი |
რობერტ ვაისი ჯერომი რობინსი |
პროდიუსერი | რობერტ ვაისი |
ეფუძნება |
ვესტსაიდური ამბავი (ავტორები: ჯერომი რობინსი, ლეონარდ ბერნისტენი, სტეფან სოდჰეიმი, არტურ ლაურენცი) რომეო და ჯულიეტა (ავტორი უილიამ შექსპირი) |
როლებში |
|
კომპოზიტორი | ლენარდ ბერნსტაინი |
სტუდია | The Mirisch Company |
დისტრიბუტორი | გაერთიანებული არტისტები |
გამოსვლის თარიღი | 18 ოქტომბერი, 1961 წელი |
ხანგრძლივობა | 152 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 6.75 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 44.1 მილიონი აშშ დოლარი |
ფილმი 1961 წლის 18 ოქტომბერს გამოვიდა, რომელმაც კრიტიკოსებისა და მაყურებლებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. ის 1961 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა. ფილმი ოსკარის თერთმეტ ნომინაციაში იყო წარდგენილი და აქედან 10-ში გაიმარჯვა, მათ შორის მოიპოვა ოსკარი საუკეთესო სურათისთვის.
ფილმი ,,კულტურულად მნიშვნელოვნად" მიიჩნია აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკამ და 1997 წელს შეარჩია ფილმების ეროვნული რეესტრისთვის.[1] ფილმის ახალი ვარიანტი, რომლის რეჟისორიც სტივენ სპილბერგია 2021 წლის 10 დეკემბერს გამოვა, სადაც მონაწილებას მიიღებს ენსელ ელგორტი და რეიჩელ ზეგლერი.