ვიქტორიას ეროვნული მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვიქტორიას ეროვნული გალერეა - ხელოვნების მუზეუმი მელბურნში, ვიქტორიაში, ავსტრალიაში. დაფუძნდა 1861 წელს და ავსტრალიის უძველესი და ყველაზე ხშირად მონახულებადი სამხატვრო მუზეუმია.
ვიქტორიას ეროვნული მუზეუმი | |
---|---|
37°48′11″ ს. გ. 144°58′18″ ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრალია |
მდებარეობა | ვიქტორია |
ოფიციალური საიტი | https://museumsvictoria.com.au/[1] და https://museumvictoria.com.au/[2] |
ვიქტორიას ეროვნული გალერეის კოლექციები ორ ცენტრში ინახება: გალერეის საერთაშორისო ცენტრი მელბურნის სამხრეთ სანაპიროზე, მელბურნის ხელოვნების უბანში მდებარეობს, ხოლო იან პოტერის ცენტრი ფედერაციის მოედნის მახლობლად. საერთაშორისო ცენტრის შენობა როი გრაუნდს ეკუთვნის. იგი 1968 წელს გაიხსნა. შენობა მარიო ბელინის მიერ განხორციელებული რესტავრაციის შემდეგ ხელახლა გაიხსნა 2003 წელს. აქ გალერეის საერთაშორისო სამხატვრო კოლექციებია დაცული და ვიქტორიის კულურული მემკვიდრეობის რეგისტრშია შეტანილი. იან პოტერის ცენტრი Lab Architecture Studio-ის მიერაა აგებული და 2002 წელს გაიხსნა. ცენტრში ავსტრალიური ხელოვნების კოლექციაა დაცული.