თურქული (დაავადება)
შინაური ცხოველისა და ადამიანის მწვავე, გადამდები ვირუსული დაავადება / From Wikipedia, the free encyclopedia
თურქული — მწვავე, გადამდები ვირუსული დაავადება, რომელიც ემართება მსხვილ რქოსან საქონელს, ღორს, ცხვარს, თხას, აქლემსა და გარეულ წყვილჩლიქოსან ცხოველებს. იშვიათად ფრინველს, ცხენს, კატას და ძაღლს. შეიძლება დაემართოს ადამიანსაც, განსაკუთრებით ბავშვებს. ხშირად დაავადება ცხოველთა დიდ რაოდენობას მოედება, ზოგჯერ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. იღუპება დიდძალი პირუტყვი (განსაკუთრებით მოზარდეულში ავთვისებიანი თურქულის დროს) და მნიშვნელოვანი ზარალი მოსდევს.[1]
თურქულს იწვევს ფილტრში გამავალი ვირუსი (თურქულის ვირუსი). არსებობს ამ ვირუსის 7 ტიპი და 60-ზე მეტი ვარიანტი, რომლებიც ერთმანეთისაგან იმუნოლოგიური თვისებებით განსხვავდებიან. დაავადება მიმდინარეობს სპორადულად ან ეპიზოოტიის სახით. მასობრივი ვაქცინაციის შემოღების (1956) შემდეგ თურქულს პანზოოტიური მიმდინარეობა არ ჰქონია. ტიპური გენერალიზებული თურქული იშვიათად გვხვდება, ხოლო ავთვისებიანი თურქული 1958 წლიდან აღარ გამეორებულა.[1]